შინაარსზე გადასვლა

ავისის ორდენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თანამედროვე ავისის ორდენი

ავისის ორდენიკათოლიკური სამხედრო-რელიგიური ორდენი, მოქმედებდა XII–XIX საუკუნეებში პორტუგალიის ტერიტორიაზე. სხვა პორტუგალიური ორდენების (სანტიაგოს ორდენი, ტომარის ორდენი) მსგავსად, 1789 წელს მოხდა მათი სეკულარიზაცია. 1834 წელს მოახდინეს ორდენის ნაციონალიზაცია, ხოლო 1910 წელს დაიშალა. 1917 წელს აღდგა, როგორც წმინდა სამოქალაქო ორდენი, რომელსაც ხელმძღვანელობს პორტუგალიის პრეზიდენტი.

პორტუგალიის სამეფოს დაარსების მომენტიდან (1128) მონარქია დაინტერესებული იყო გაეძლიერებინა პორტუგალიის სამხედრო ძალა პროფესიონალი მეომარი ჯვაროსნებით, რომელთაც მთელი ცხოვრების მანძილზე ბრძოლის აღთქმა ჰქონდათ დადებული. 1128 წელს პორტუგალია დასავლეთ ევროპის პირველი ქვეყანა გახდა, სადაც დაარსდა ტამპლიერების ორდენი (მოგვიანებით ეწოდა ტომარის ორდენი), ხოლო დაახლოებით 20 წლის შემდეგ შეიქმნა პირველი ადგილობრივი სამხედრო ორდენი – „ევორის ღვთისმშობლის საძმო“, რომლის პირველი დიდი მაგისტრი იყო პედრუ ენრიკეში – პორტუგალიის პირველი მეფის აფონსუ ენრიკეშის ძმა. შემდეგ მათვე მიიღეს ბენედიქტელების წესდება. რაინდის მთავარი რეზიდენცია გახდა ავისი (თანამედროვე ქალაქი ავიში), საიდანაც მათ მიიღეს თავიანთი დასახელება.

რეკონკისტის დამთავრების შემდეგ მრავალრიცხოვანი რაინდი დარჩა სამსახურის გარეშე. ავისის დინასტიის (1385-1580 წწ.) მეფეებმა მათ აფრიკაში ახალი ჯვაროსნული ომებისაკენ მოუწოდეს. 1415 წელს რაინდებმა აიღეს სეუტა, 1437 წელს ალყაში მოაქციეს ტანჟერი. ტომარისა და ავისი ორდენებს ამ პერიოდში ხელმძღვანელობდნენ ძმები მეფე დუარტე I, ენრიკე და ფერნანდუ, რომელთაგან უკანასკნელმა თავისი სიცოცხლე მაროკოში დაასრულა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Anuário: Ordens Honoríficas Portuguesas, Ciadadãos Estrangeiros, 1910-2006, დაარქივებული 2008-10-22 საიტზე Wayback Machine.