ბუმბერაზი მთები
ბუმბერაზი მთები | |
---|---|
![]() | |
კოორდინატები: 50°44′10″ ჩ. გ. 15°44′25″ ა. გ. / 50.73611° ჩ. გ. 15.74028° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() ![]() |
უმაღლესი წერტილი | სნეჟკა |
სიმაღლე | 1603 მ |
ფართობი | 631 კმ² |
სიგრძე | 40 კმ |
სიგანე | 8–20 კმ |
![]() |
ბუმბერაზი მთები, კრკონოშე, კარკონოშე (ჩეხ. Krkonoše; პოლ. Karkonosze) — ქედი ჩეხეთსა და პოლონეთში. წარმოადგენს სუდეტების ნაწილს. დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია დაახლოებით 40 კმ-ზე, სიგანე 8–20 კმ. ფართობი 631 კმ², საიდანაც ჩეხეთზე მოდის 454 კმ², ხოლო პოლონეთზე 177 კმ². მაქსიმალური სიმაღლე 1603 მ (მთა სნეჟკა).[1]
დამახასიათებელია რთული გეოლოგიური აგებულება. თხემური ზედაპირი დამრეცტალღოვანია, ზოგან ალპური რელიეფის ცალკეული ფორმებით, მათ შორის მყინვარული ცირკებით, მორენული ტბებითა და სხვა.[2] აგებულია გრანიტებით, ქარსიანი ფიქლებით, ფიქლებითა და კირქვებით.[3]
მეოთხეულში მის ფარგლებში მყინვარები არსებობდნენ, რომლებმაც ადგილობრივი ლანდშაფტის მოდელირება მოახდინეს. აქ გავრცელებული იყო ხეობისა და სკანდინავიის ტიპის მყინვარები.[4]
ბუმბერაზი მთების სამხრეთ-დასავლეთი ნაწილიდან სათავე აქვს მდინარე ელბას.[5] მდინარეებზე ბევრია ჩანჩქერი. ტბებიდან მნიშვნელოვანია ველკი-სტავი, მალი-სტავი[6] და მეხოვე.[7]
განვითარებულია მკაცრი კლიმატი. იცის ცივი ზამთარი. თოვლის საბურველის სიღრმე 3 მ აღწევს. მთები 5–6 თვის განმავლობაში თოვლითაა დაფარული. მაღალ სიმაღლეეზე ხშირია ნისლი. ატმოსფერული ნალექების რაოდენობა წელიწადში 700–1230 მმ.[8]
ბუმბერაზი მთების ფარგლებშია კრკონოშეს ეროვნული პარკი და კარკონოშეს ეროვნული პარკი.
შემოსილია წიფლის, სოჭის, ნაძვისა და ფიჭვის ტყეებით. არის ქვანახშირის, რკინისა და სპილენძის მადნის საბადოები. ბუმბერაზი მთები ცენტრალური ევროპის ყველაზე ტრადიციული ტურისტული ცენტრია. პოპულარულია თხილამურებით სრიალი. განვითარებულია მეცხოველეობა.[9]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Sněžka, Czech Republic/Poland. Peakbagger.com
- ↑ Migoń, Piort (2008). "High-mountain elements in the geomorphology of the Sudetes, Bohemian Massif, and their significance". Geographia Polonica. 81 (1): 101–116.
- ↑ Břetislav Balatka, Jan Kalvoda: Geomorfologické členění reliéfu Čech (Kartografie Praha, 2006
- ↑ Geologie Krkonoš | Geologie a geomorfologie. www.krkonose.eu
- ↑ Encyclopedia Britannica | Giant Mountains, mountains, Europe
- ↑ Marek Staffa: Słownik geografii turystycznej Sudetów. T. 3: Karkonosze. Warszawa - Kraków: Wydawnictwo PTTK „Kraj”, 1993.
- ↑ Migoń P.: Kotelní jámy, Sudety, 1/172, 2020, s. 18-21
- ↑ Michał Paweł Mierzejewski: Karkonosze: przyroda nieożywiona i człowiek. Wrocław: Wydawnictwo Uniwersytetu Wrocławskiego, 2005
- ↑ Alfred Jahn: Karkonosze polskie. Wrocław: Zakł. Nar. im. Ossolińskich, 1985.