ბრჟეტისლავ პოიარი
ბრჟეტისლავ პოიარი | |
---|---|
მშობლიური სახელი | ჩეხ. Břetislav Pojar |
დაბადების თარიღი |
7 ოქტომბერი, 1923 სუშიცე |
გარდაცვალების თარიღი |
12 ოქტომბერი, 2012 (89 წლის) პრაღა, ჩეხეთი |
მოქალაქეობა | ჩეხეთი |
საქმიანობა | კინორეჟისორი, მულტიპლიკატორი, პედაგოგი |
ჯილდოები | კანის კინოფესტივალის ოქროს პალმის რტო (1973) მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის |
ბრჟეტისლავ პოიარი ( ჩეხ. Břetislav Pojar, დ. 7 ოქტომბერი, 1923, Susice, ჩეხოსლოვაკია — გ. 12 ოქტომბერი, 2012, პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა ) — ჩეხი მხატვარი-მულტიპლიკატორი, მოკლე და სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების რეჟისორი, თოჯინების თეატრის მსახიობი.[1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბრჟეტისლავ პოიარი დაიბადა ჩეხოსლოვაკიის ქალაქ სუშიცეში 1923 წელს. მან თავისი კარიერა კინოში 1940-იანი წლების ბოლოს დაიწყო, ანტონ ჩეხოვის მოთხრობის " რომანი კონტრაბასთან " კინოადაპტაციაზე მუშაობით, რომლის რეჟისორი იყო ცნობილი ჩეხი თოჯინების ანიმატორი ირჟი ტრნკა. ბრჟეტისლავ პოიარმა თოჯინების თეატრის მსახიობად დაიწყო მუშაობა თავისი მენტორის, ირჟი ტრნკას ხელმძღვანელობით.
პოიარის ფილმოგრაფიაში შედის ჩეხოსლოვაკიაში გადაღებული მისი, როგორც რეჟისორისა და ანიმატორის ნამუშევრები. რეჟისორი იღებდა ფილმებს როგორც თოჯინებით, ასევე უფრო ხშირად გავრცელებული. თოჯინების მულტიპლიკაციის მეთოდის გამოყენებით.[2]
1960-იანი წლების შუა ხანებში პოიარი ემიგრაციაში წავიდა კანადაში, სადაც დაიწყო მისი ხანგრძლივი ურთიერთობა კანადის ეროვნულ კინოსაბჭოსთან . კანადის პერიოდის ნამუშევრებმა მას უდიდესი პოპულარობა და პრესტიჟულ საერთაშორისო კინოფესტივალებზე ჯილდოები მოუტანა. მისმა ფილმმა " დანახვა ან არ დანახვა " (ან "ფსიქოკრატია") მოიპოვა 1970 წლის კანადური კინოპრემია - ჯილდო "წლის საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის" 1970 წელს .
პოიარის შემოქმედებას ძლიერი სოციალური ელფერი ახასიათებს. ასე, მაგალითად, 1972 წლის მულტფილმში Balabloke, წრეებისა და კვადრატების ფორმის პატარა ქმნილებების არმიები ებრძვიან ერთმანეთს, სანამ ისინი არ გადაიქცევიან განსხვავებულ ფიგურებად. ხშირად, პოიარის მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმები შეიცავს მცირე ტექსტს ან საერთოდ არ შეიცავს.[3]
2000-იანი წლების შუა ხანებში პოიარი დაუბრუნდა ჩეხურ კინოს, რათა გადაეღო ანიმაციური მხატვრული ფილმი Fimfarum 2, რომელიც დაფუძნებულია იან ვერიხის მოთხრობებზე. ფილმი გამოვიდა 2006 წელს. 2007 წლის 8 ოქტომბერს პოიარს მიენიჭა პრაღის 2 ოლქის საპატიო მოქალაქის წოდება [4] .
ბრჟეტისლავ პოჯარი 2012 წელს პრაღაში 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბრჟეტისლავ პოიარი არაერთი ჯილდოს და პრემიის მფლობელია. 1960 წელს Annecy Cristal Grand Prix -მა მიანიჭა პრემია ფილმისთვის "ლომი და სიმღერა". 1969 წელს დაჯილდოვდა ბერლინის კონოფესტივალზე წლის საუკეთესო ფილმისთვის. 1972 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ნაჩვენები იყო მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი Balablock. ფილმმა გაიმარჯვა მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატეგორიაში. კანის კინოფესტივალზე 1979 წელს მეორედ მიიღო პრიზი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის.
1987 წელს ლოს-ანჯელესში გაიმართა მსოფლიო ანიმაციური ზეიმი. ბრჟეტისლავ პოიარმა დაიმსახურა კინოკრიტიკოსების ჯილდო ნამუშევრისთვის "ბულბული".
2006 წელს ჩეხეთის ანიფესტზე დაიმსახურა პრიზი საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის Fimfarum-2, ხოლო 2007 წელს ევროპული ანიმაციური ფილმების და სატელევიზიო სპეციალური ფილმების ფესტივალზე (უნგრეთი) დაჯილდოვდა პრიზით საუკეთესო სატელევიზიო სპეცგამოშვებისთვის Tom Thumb - Fimfarum-2-დან.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Czech National Authority Database
- ↑ Evidence zájmových osob StB (EZO)
- ↑ V osmdesáti devíti letech zemřel autor medvědů od Kolína Břetislav Pojar
- ↑ Prof. Břetislav Pojar. praha2.cz. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-08-12. ციტირების თარიღი: 2021-08-12.