ბროკჰაუზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბროკჰაუზის ენციკლოპედიური ლექსიკონი, 1902

ბროკჰაუზი (გერმ. Brockhaus) — გერმანული საგამომცემლო ფირმა. დააარსა ფრიდრიხ არნოლდ ბროკჰაუზმა 1805 წელს ამსტერდამში. 1811-1817 წლებში გადატანილი იყო ალტენბურგში, შემდეგ - ლაიპციგში. 1808 წლიდან ბროკჰაუზმა დაიწყო "ბროკჰაუზის" სახელწოდებით ცნობილი ენციკლოპედიის "Konversations-Lexikon"-ის გამოცემა (XIX საუკუნეში გამოიცა 14-ჯერ; მე-15 და მე-16 გამოცემებს ეწოდა "დიდი ბროკჰაუზი"). გდრ-ის შექმნის შემდეგ 1953 წლიდან ბროკჰაუზი არის სახალხო გამომცემლობა ლაიფციგში, გამოსცემს ცნობარებს, გეოგრაფიულ და ეთნოგრაფიულ ლიტერატურას. გფრ-ში ბროკჰაუზის ფირმა ვისბადენშია. 1952-1957 წლებში მან გამოსცა 12 ტომიანი „დიდი ბროკჰაუზი“ („Der Große Brockhaus“) და 1962-63 წლებში ორი დამატებითი ტომი („Ergänzungsbände“). 1959 - „სახალხო ბროკჰაუზის“ („Der Volks#Brockhaus“) მეორე გამოცემა. 1958-60 წლებში 5 ტომიანი „ახალი ბროკჰაუზი“ („Der Neue Brockhaus“) და 1964 წელს მისი დამატებითი ტომი („Eränzungsband“). 1961-1962 წლებში 2 ტომიანი „მცირე ბროკჰაუზი“ („Kleine Brockhaus“), 1966-74 წლებში გამოვიდა „ბროკჰაუზის“ მე-17 გამოცემა („Brockhaus Enzyklopädie“) 20 ტომად.

1984 წელს მოხდა დასავლეთ გერმანიის დიდი ენციკლოპედიური გამომცემლობების «F. A. Brockhaus»და «ბიბლიოგრაფიის ინსტიტუტის» გაერთიანება. გაერთიანებული გამომცემლობის ადმინისტრაცია, რომელმაც მიიღო სახელი «Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus AG», განლაგდა მანჰაიმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 2, გვ. 533, თბ., 1977


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.