ბოჭორმის მეორე ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბოჭორმის მეორე ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოჭორმის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 1 კილომეტრზე, ქისტაურებში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (5,5 x 4,2 მეტრი), ნაგებია ნატეხი ქვით. ორივე მხრიდან არქიტრავით გადახურული შესასვლელი სამხრეთ კედელშია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გარეთკენ შევიწროებული ოთხკუთხა სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, მიდგმულია თლილი ქვიშაქვის ოთხწახნაგა ტრაპეზი. კამარა ნახევარწრიული ფორმისაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]