ბოშების დროშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბოშების დროშა

ბოშების დროშა (ბოშ. O styago le romengo) — ბოშების ეროვნული დროშა. მიღებულ იქნა ბოშათა მსოფლიო კონგრესზე 1971 წელს ლონდონში. დროშა ორ ნაწილად – ლურჯი (ზედა) და მწვანე (ქვედა), რომლებიც შესაბამისად ცასა და მიწას აღნიშნავენ. დროშის ცენტრში მოთავსებულია წითელი ჩაკრა (ბორბალი), რომელიც ბოშების ინდოარიულ წარმოშობას აღნიშნავს (ანალოგიური ჩაკრა ინდოეთის დროშაზეც არის გამოსახული).

ხორვატელ ბოშათა მოძრაობის დროშა მოცემულისგან განსხვავდება იმით, რომ მასზე წითელი ჩაკრის ნაცვლად ოქროსფერია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]