შინაარსზე გადასვლა

ბორი (ქალაქი რუსეთში)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბორი (მრავალმნიშვნელოვანი).
ქალაქი
ბორი
გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ფედერაციის სუბიექტი ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი
კოორდინატები 56°21′37″ ჩ. გ. 44°03′33″ ა. გ. / 56.36028° ჩ. გ. 44.05917° ა. გ. / 56.36028; 44.05917
დაარსდა XIV საუკუნე
პირველი ხსენება მე-14 საუკუნე
ფართობი 42 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 75 მეტრი
მოსახლეობა 77 024 (1 იანვარი, 2025)[1]
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი 83159
საფოსტო ინდექსი 606440
ოფიციალური საიტი http://www.borcity.ru/
ბორი (ქალაქი რუსეთში) — რუსეთი
ბორი (ქალაქი რუსეთში)

ბორი — ქალაქი რუსეთში, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ცენტრალურ ნაწილში. 76 732 მცხოვრები (2021).[2] მდებარეობს მდინარე ვოლგის მარცხენა სანაპიროზე, ქალაქ ნიჟნი-ნოვგოროდის გაღმა მხარეს (მასთან დაკავშირებულია საავტომობილო ხიდით). ქალაქში არის რკინიგზის სადგური „მოხოვიე-გორი“.[3]

პირველად იხსენიება XIII საუკუნეში როგორც ვეზლომსკაია-სლობოდკა მდინარე ვეზლომის შესართავთან. მოგვიანებით გადაიტანეს 1 კმ-ით ჩრდილოეთით და ბოროვსკაია-სლობოდა უწოდეს. 1927 წლიდან მუშათა დაბა იყო, 1938 წლიდან ქალაქია. მოქმედებს ნიჟნი-ნოვგოროდის სახელმწიფო უნივერსიტეტის დისტანციური განათლების ფაკულტეტი (2000), მხარეთმცოდნეობის მუზეუმი (1969), საესტრადო-მუსიკალური კომედიის თეატრი „მიუზიკლი“ (1989); ქარხნები: მინის, მილების, „ნიჟნეგოროდსკი ტეპლოხოდი“ (აირის, ნავთობისა საავტომობილო მრეწველობის, მცურავი ამწეების მოწყობილობები და სხვ.), სილიკატების; ავეჯის ფაბრიკა, საკვები კონცენტრატების წარმოება და სხვ.[3]

  1. Численность постоянного населения Российской Федерации по муниципальным образованиям на 1 января 2025 годаМосква: Росстат, 2025.
  2. Численность постоянного населения Российской Федерации по муниципальным образованиям на 1 января 2021 года. დაარქივებულია ორიგინალიდან — 02-05-2021. ციტირების თარიღი: 1 ივნისი, 2022
  3. 3.0 3.1 Бор // Большая российская энциклопедия. т. 4. — М., 2006. — стр. 33.