ბოთლიხელები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ბოთლიხელები (რუს. [буйхади]) — დაღესტნის ერთ-ერთი მცირერიცხოვანი ხალხია [1][2][3],. მათი თვითსახელწოდებაა ბუახადი (მრავლობითი), ბუიხალი (მხოლობითი). ცხოვრობენ დასავლეთ დაღესტანში, ბოთლიხის რაიონის სამხრეთ ნაწილში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოთლიხელები ანდიელ ხალხთა ჯგუფის წარმოამდგენლები არიან. ლაპარაკობენ ბოთლიხურ ენაზე. გავრცელებულია აგრეთვე ხუნძური, ჩაჩნური, რუსული ენები. წარსულში სარგებლობდნენ ხუნძური ენის აჯამური დამწერლობით. ანთროპოლოგიურად ბოთლიხელები დიდი ევროპეიდული რასის კავკასიონურ ტიპს მიეკუთვნებიან. ბოთლიხელთა ეთნოგენეზის საკითხი გაურკვეველია.

ბოთლიხში შემონახულია ტერასები, რაც მიწათმოქმედების მაღალ კულტურასა და ინტენსიურობაზე მიუთითებს. ვ. ვავი ლოვიც აღნიშნავდა ბოთლიხის გასაოცარი მრავალიარუსიანი ტერასების შესახებ. ისინი დიდი ამფითეატრების შთაბეჭდილებას სტოვებდნენ. აქ ბაღი, ბოსტანი და სახვნელი ერთ მთლიანობას წარმოადგენდა. მეურნეობაში წამყვანი მებაღეობა იყო. ბოთლიხში ვაზის ცხრა ჯიში ჰქონდათ გამოყვანილი. მეურნეობის ტრადიციული დარგი იყო მეცხოველეობაც, რომელსაც ძირითადად დამხმარე როლი ჰქონდა. ამის მთავარი მიზეზი საძოვრების არარსებობა და მცირემიწიანობა იყო.

ხელსაყრელმა ბუნებრივმა პირობებმა მეფუტკრეობის განვითარების შესაძლებლობა შექმნა. ბოთლიხელები, ისევე როგორც მთაში მცხოვრები ყველა ეთნოსი, კუსტარულ რეწვას მისდევდნენ. გავრცელებული იყო ქსოვა, საფეიქრო საქმე, ნაბდების დამზადება, ტყავის დამუშავება, ფაფახებისა და ფეხსაცმლის კერვა. ბოთლიხელთა ეკონომიკურ ცხოვრებაში ვაჭრობას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. მებაღეობის პროდუქტებითA და ხელოსნობის ნაწარმით ბოთლიხის ბაზარში ვაჭრობდნენ, რომელიც დასავლეთ დაღესტანის მსხვილი სავაჭრო ცენტრი იყო, სადაც სავაჭროდ არა მარტო დაღესტნის, არამედ ჩაჩნეთის მცხოვრებნიც იყრიდნენ თავს.

XIX საუკუნის 40-იან წლებში ცარიზმის სარდლობამ ამ მხარის მკვიდრთ საბოლოოდ აუკრძალა საქართველოსთან და დაღესტნის ბართან კავშირი. ასეთ ვითარებაში ბოთლიხელები ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის აქტიური მონაწილეები გახდნენ, რომლესაც შამილი მეთაურობდა. კავკასიური ომების დამთავრების შემდეგ, ბოთლიხი დასავლეთ დაღესტნის ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრად იქცა.

ბოთლიხელთა თემის ძირითადი სოციალური და სამეურნეო უჯრედი პატარა ოჯახი იყო. უპირატესობას ანიჭებდნენ შიდათოხუმურ და შიდაულურ ქორიწნებებს. ბოთლიხელთა ფოლკლორი XIX საუკუნესა და XX საუკუნეში ორენოვანი იყო. სოფელი ბოთლიხი დასავლეთ დაღესტნის ერთ-ერთი კულტურული ცენტრი იყო. თანამედროვე ბოთლიხში მოსახლეობა შერეულია. აქ ბოთლიხელებს გარდა ცხოვრობენ: ხუნძები, კარატაელები, ანდიელები, რუსები, თათრები, ყუმუხები და სხვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. М. М. Ихилов. Народности лезгинской группы: этнографическое исследование прошлого и настоящего лезгин, табасаранцев, рутулов, цахуров, агулов / Дагестанский филиал АН СССР, Институт истории, языка и литературы им Г. Цадасы. — Мх., 1967. — С. 330.
  2. Северный Кавказ. Академия Наук СССР. Институт географии. 1957, — С. 507.
  3. Всероссийская перепись населения 2010 г. Национальный состав населения Российской Федерации. «Демоскоп».