ბოდავის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფუძნარი
Fudznari Church (Bodavi).jpg
ტაძრის ხედი ჩრდილო-დასავლეთიდან
ჯაბა ლაბაძის ფოტო

ბოდავის ღვთისმშობლის ეკლესია (საქართველო)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 42°08′44″ ჩ. გ. 44°50′40″ ა. გ. / 42.14556° ჩ. გ. 44.84444° ა. გ. / 42.14556; 44.84444
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია მცხეთა-მთიანეთის მხარე
რაიონი დუშეთის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა ბოდავი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა წილკნისა და დუშეთის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი სწორკუთხოვანი ჯვარი
თარიღდება XIII საუკუნე
დეტალები

ბოდავის ღვთისმშობლის ეკლესია იგივე ფუძნარის ღვთისმშობლის ეკლესიატაძარი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდავის ჩრდილო-აღმოსავლეთით 2-3 კმ-ზე, ბოდავისხევის ხეობაში. ხუროთმოძღვრული ფორმებით XIII საუკუნის I ნახევრით თარიღდება.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გუმბათოვანი ეკლესიის გეგმას საფუძვლად უდევს სწორკუთხედში ჩასახული ჯვარი. აღმოსავლეთით აფსიდია, რომლის ორივე მხარეს სამკვეთლო და სადიაკვნეა. ორივეს შესასვლელი ტაძრის მკლავებიდან აქვს. კედლები ძირთადად ნატეხი ქვითაა ნაგები, ხოლო კარ-სარკმლები, კარნიზები, გუმბათის ყელი და კოსნტრუქციულად მნიშვნელოვანი ელემენტები — სუფთად გათლილი შირიმის კვადრებით. თაღები ისრისებრია. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა განხორციელებულია აფრების მეშვეობით. გუმბათის ყელში გაჭრილი 12 სარკმელი შემკულია პროფილირებული საპირეებით. ძეგლი გადახურულია კარვისებრი სახურავით. XV და XVI-XVII საუკუნეებში ეკლესია შეაკეთეს — თაღები, პილასტრები და გუმბათის ყელის მნიშვნელოვანი ნაწილი შირიმის თლილი ქვით გაამაგრეს და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მცირე ზომის ეგვტერი მიაშენეს. ეკლესიის ირგვლივ გალავნის ნაშთია, რომლის ჩრდილო-დასავლეთით საცხოვრებელ ნაგებობათა ნანგრევებია.

ეკლესიის დასავლეთ ფასადზე არის წარწერა რომელიც სრულად არ იკითხება:

ვიკიციტატა
„ქ. სახელითა მამისა და ძისა და სულისა წმიდისა... დედამან დიდმან შნ ცოველის ასულმან ხათუნაყ აღვაშენე... წმიდისა ღვთისმშობელისა სალოცველად სულთა ჩუენთათვის, შვილთა და მომავალთა შვილებად ჩუენთა... ეკლესია...[1]

რესტავრაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლისთვის ტაძარს განადგურება ემუქრებოდა. ჩამოშლილი იყო გუმბათის ყელი, თითქმის განადგურებული იყო კამარები, ჩამონგრეული იყო კედლების ზემოთა ნაწილები და ლავგარდანი.[2] 2012—2014 წლებში ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით.[3][2][4]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „საქართველო“, თბილისი, 1997, გვ. 452
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველო და მსოფლიო: ფუძნარი და არხალი – თიანეთი
  2. 2.0 2.1 გადარჩენილი ფუძნარის ტაძარი. მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი (1 ოქტომბერი, 2014). წაკითხვის თარიღი: 7 სექტემბერი 2016.
  3. ფუძნარის გუმბათზე ხვალ ჯვარს აღმართავენ. ინტერპრესნიუსი (24 აგვისტო, 2014). წაკითხვის თარიღი: 7 სექტემბერი 2016.
  4. ფუძნარის ეკლესია აღდგა. დუშეთის მუნიციპალიტეტი (4 ოქტომბერი, 2014). წაკითხვის თარიღი: 7 სექტემბერი 2016.