ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბოგდან ხმელნიცკის ქუჩა)
Jump to navigation Jump to search
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ისნის რაიონი
წინა სახელები სასაკლაოს ქუჩა, ყარაიის დიდი გზა, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩა

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი — ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (ნავთლუღი). სოლომონ დოდაშვილის მოედნიდან გარდაბნის გზატკეცილამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის 1934 წლის გეგმაზე ამ ადგილას დატანილია 2 ქუჩა: სასაკლაოს ქუჩა (შეტანილია თბილისის გამგეობის მიერ 1903 წლის შედგენილ ქუჩების სიაში) და ყარაიის დიდი გზა. ამ ქუჩების შეერთებით წარმოქმნილ ქუჩას 1954 წელს ბოგდან ხმელნიცკის სახელი ეწოდა. 2011 წელს ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი.

ქუჩაზეა საქართველოს თვითმფრინავმშენებლობის მსხვილი ცენტრი „თბილავიამშენი“ (შპს), XIX საუკუნის წმინდა ბარბარეს ზემო ეკლესია. ქუჩას აქვს 2 შესახვევი, 1 ჩიხი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №152