ნავთლუღის წმინდა ბარბარეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავთლუღის წმინდა ბარბარეს ეკლესია
ნავთლუღის წმინდა ბარბარეს ეკლესია — თბილისი
ნავთლუღის წმინდა ბარბარეს ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°40′32″ ჩ. გ. 44°51′08″ ა. გ. / 41.675722° ჩ. გ. 44.852444° ა. გ. / 41.675722; 44.852444
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
მუნიციპალიტეტი სამგორის რაიონი
ადგილმდებარეობა თბილისი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1856–1873

ნავთლუღის წმინდა ბარბარეს ეკლესია, ზემო ნავთლუღის წმინდა ბარბარეს ეკლესიაქართული მართლმადიდებლური ეკლესია თბილისში, დგას ნავღლუღის ხევის მარცხენა მხარეს, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე.

მშენებლობა დაიწყო 1856 წლის 18 მარტს დეკანოზ იაკობ და მღვდელ თეოფანე ჩიჯავაძეების თაოსნობითა და ხარჯით. ნაგებია ქართული აგურით. 1873 წლის 4 დეკემბერს ეკლესია აკურთხა საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ. ახლადაგებულ ეკლესიას ექვმდებარებოდა ნავთლუღის წმ. ბარბარეს ძველი (ქვემო) ეკლესიაც.

ეკლესიის სიგრძეა 24 მ, სიგანე — 10 მ, სიმაღლე — 20 მ. ტაძრის შიგნით, საკურთხევლის მახლობლად, საფლავის ქვაზე შემორჩენილია ქართულ-რუსული ეპიტაფია „აღმშენებელი ამა წმ. ტაძრისა დეკანოზი იაკოფ მაქსიმეს ძე ჩიჯავაძე. 1819–90 წ.“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]