შინაარსზე გადასვლა

ბნელეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბნელეთი — ნასოფლარი დღევანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მდებარეობდა თრიალეთის ქედზე, მდინარე ძამის ხეობაში, მისი ერთ-ერთი შენაკადის, ბნელეთისწყლის მარცხენა სანაპიროზე.

ქართულ ისტორიულ წყაროებსა და დოკუმენტებში არ გვხვდება.

სოფლის ცხოვრება მოიშალა XX საუკუნის 50-იან წლებში, როცა აქედან მოსახლეობა ხაშურში გადაასახლეს.

აქ ცხოვრობდა დაახლოებით 7 კომლი, რომელიც ეროვნული შემადგენლობის მიხედვით მთლიანად ოსური იყო. ბნელეთში მხოლოდ ერთი გვარი, თიბილაშვილი სახლობდა.

  • ლაცაბიძე თ., ხაშურის მუნიციპალიტეტის ისტორია ტოპონიმებში, გაზ., „ხაშურის მოამბე“, № 11, 18 მარტი, 2019, გვ., 3