Black Sabbath (სიმღერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„Black Sabbath“
სიმღერა, შემსრულებელი – Black Sabbath, ალბომიდან Black Sabbath
გამოსვლის თარიღი თებერვალი 13, 1970 (1970-02-13) (ბრიტანეთი)
1 ივნისი 1970 (აშშ)
ჩაიწერა ივლისი 1969 (დემო)
ნოემბერი 1969 (სტუდიური)
ჟანრი მძიმე მეტალი, დუმ-მეტალი
ხანგრძლივობა 6:16
ხმისჩამწერი ლეიბლი Vertigo (ბრიტანეთი)
Warner Bros. (აშშ)
ავტორი ოზი ოსბორნი, ტონი აიომი, გიზერ ბატლერი, ბილ უორდი
პროდიუსერი როჯერ ბეინი
Black Sabbath - სიმღერები
Black Sabbath
(1)
„The Wizard“
(2)

Black Sabbath“ — ბრიტანული მძიმე მეტალ ჯგუფ Black Sabbath-ის სიმღერა, დაწერილი 1969 წელს და გამოცემული ამავე სახელწოდების სადებიუტო ალბომზე. 1970 წელს იგი გამოვიდა ლეიბლებზე Philips Records და Vertigo, ოთხსიმღერიანი 12" სინგლის სახით, რომლის A-მხარეზე წარმოდგენილი იყო „The Wizard“, ხოლო B-მხარეზე — „Evil Woman“ და „Sleeping Village“.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯგუფის თანახმად, სიმღერის შექმნის ისტორია უკავშირდება მოვლენას, რომელიც შეემთხვა გიზერ ბატლერს კოლექტივის ადრეულ პერიოდში, როდესაც არსებობდა ჯგუფი Earth. ბატლერმა, რომელიც დაინტერესებული იყო ოკულტიზმით, საკუთარი ბინა შეღება შავ ფრად, ჩამოკიდა რამდენიმე ამობრუნებული ჯვარი და სატანის გამოსახულებები. ოზი ოსბორნმა მას აჩუქა შავი ოკულტური წიგნი, დაწერილი ლათინურ ენაზე და ასევე ილუსტრირებული სატანის სურათებით. გიზერმა წიგნი წაიკითხა და ძილის წინ თაროზე შემოდო. როგორც თავად ამბობდა, გაიღვიძა და საწოლის ბოლოს შეამჩნია შავი ფიგურა, რომელიც მას უყურებდა. ეს ფიგურა გაქრა და გიზერი მივიდა თაროსთან, სადაც წიგნი ეგულებოდა, მაგრამ იგი აღარ დახვდა. მოგვიანებით ბატლერმა ამის შესახებ ოზის უამბო, უკანასკნელმა კი, შთაგონებულმა, დაწერა ტექსტი.[1] სიმღერას იწყებს სტრიქონები:

What is this that stands before me?

Figure in black which points at me

რა დგას ჩემ წინ?

შავი ფიგურა, ხელს ჩემკენ რომ იშვერს

სიმღერის დემო-ვერსია შეტანილია ოზის კომპილაციურ ალბომში The Ozzman Cometh.[2] თავდაპირველი ჩანაფიქრით, ბრიჯის წინ ჟღერდა კიდევ ერთი სტროფი დამატებითი ვოკალებით.[3]

„Black Sabbath“ ჯგუფის მიერ კონცერტებზე ხშირად სრულდებოდა და შეტანილი იყო ყველა ტურნეს პროგრამაში.

მუსიკალური ვიდეო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერის ოფიციალურ პრომო-ფილმში წარმოდგენილია ჯგუფის გამოსვლა გერმანულ Beat-Club-ში. უკანა ფონზე ჩანს სოფლის გამოსახულება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Osbourne, Ozzy (2010). I Am Ozzy. 
  2. Overview The Ozzman Cometh. Allmusic. წაკითხვის თარიღი: 31 March 2012.
  3. Black Sabbath. Black Sabbath Online. წაკითხვის თარიღი: 26 April 2012.