ბიჯაპური (ქალაქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
ბიჯაპური
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
კოორდინატები 16°49′27″ ჩ. გ. 75°42′55″ ა. გ. / 16.8244194° ჩ. გ. 75.7153694° ა. გ. / 16.8244194; 75.7153694
ფართობი 98.73 კმ²
ცენტრის სიმაღლე 770±1 მეტრი
ოფიციალური ენა კანადა
მოსახლეობა 327 427 (2011)
სასაათო სარტყელი UTC+05:30
სატელეფონო კოდი 8352
საფოსტო ინდექსი 586101
ბიჯაპური (ქალაქი) — ინდოეთი
ბიჯაპური (ქალაქი)

ბიჯაპური (ინგლ. Bijapur; ოფიციალურად ცნობილი როგორც ვიჯაიაპურა,[1] ინგლ. Vijayapura) ― ბიჯაპურის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი ინდოეთის შტატ კარნატაკაში. ბიჯაპური ტალუკის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქი ცნობილია ადილ შაჰის დინასტიის დროს აგებული ისტორიული ძეგლებით, რომელთაც არქიტექტურული მნიშვნელობა აქვთ. ბიჯაპური ცნობილია კარნატაკის პრემიერ ლიგის გუნდით, „ბიჯაპურის ხარებით“. ბიჯაპური შტატის დედაქალაქ ბენგალურუდან 519 კმ-ით ჩრდილო-დასვლეთით, მუმბაიდან 550 კმ-ის დაშორებით და ბელგაუმიდან 210 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს.

ქალაქი X-XI საუკუნეებში დასავლეთ ჩალუკიის იმპერიის დროს დაარსდა. ამ პერიოდში მას ვიჯაიაპურა (გამარჯვების ქალაქი) ერქვა. ჩალუკიის იმპერიის დაცემის შემდეგ ქალაქი იადავების დინასტიის დაქვემდებარებაში გადავიდა. 1347 წელს ეს ტერიტორია ბაჰმანის სასულთნომ დაიპყრო. ამ უკანასკნელი გაყოფის შემდეგ ქალაქს ბიჯაპურის სასულთნო მართავდა. სასულთნოების მმართველობის პერიოდის რელიქვიებს შორისაა: ბიჯაპურის ფორტი, ბარა-კამანი, ჯამა-მასჯიდი და გოლ-გუმბასი.

ბიჯაპური ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კულტურული მემკვიდრეობის ქალაქია კარნატაკის მასშტაბით. 2013 წელს კარნატაკის შტატის ერთ-ერთ კორპორაციად გამოცხადდა.[2] 2011 წლის აღწერის მიხედვით, ბიჯაპურის ურბანული მოსახლეობა 326 000 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, იგი მე-9 ადგილზეა კარნატაკის ქალაქებს შორის. ადმინისტრაციულად, ბიჯაპურის რაიონი ბელგაუმის დანაყოფში შედის ბაგალკოტესთან, ბელგაუმთან, დჰარვადთან, გადაგთან, ჰავერისა და უტარა-კანადასთან ერთად.

ქალაქის ადმინისტრაცია მოიცავს ბიჯაპურის საქალაქო კორპორაციასა და კომისრის მოადგილის ოფისს. კომისრის მოადგილის ოფისი ბიჯაპურის სასოფლო ტერიტორიებზეა პასუხისმგებელი, ხოლო კორპორაციას ქალაქის ადმინისტრირება ევალება.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიჯაპურის გეგმა, 1911

ბიჯაპურის გეოგრაფიული კოორდინატებია: ჩრდ. განედი 16.83° და აღმ. გრძედი 75.7°.[3] ბიჯაპური შტატის დედაქალაქ ბენგალურუდან 519 კმ-ითაა დაშორებული, გულბარგიდან ― 163 კმ-ით, ჰუბლიდან ― 196 კმ-ით, ბელგაუმიდან ― 212 კმ-ით. ბიჯაპური ნახევრად უდაბნოს კლიმატურ სარტყელშია მოქცეული. ზღვის დონიდან 606 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ბიჯაპურის რაიონში ორი ტიპის ნიადაგია. პირველი „შავი ნიადაგია“, რომელიც ხელსაყრელია მარცვლეულის მოსაყვანად, როგორებიცაა: მზესუმზირა, ხორბალი და სხვ. რაიონის დიდი ნაწილი სწორედ ამ ტიპის ნიადაგისგან შედგება. მეორე ტიპის ნიადაგია „წითელმიწა ნიადაგი“, რომელიც არ არის ნაყოფიერი და ირიგაციისა და ჰორტიკულტურისთვის გამოიყენება.

ბიჯაპურის რაიონის უმნიშვნელოვანესი მდინარე კრიშნა. ის რაიონის ტერიტორიაზე 125 მილზე მიედინება. ალმატის ტერიტორიაზე, მდინარეზე კაშხალია აგებული. რაიონის ჩრდილოეთ ნაწილში, დაახლოებით 20 მილის სიგრძეზე მდინარე ბჰიმა მიედინება. წვიმების სეზონის დროს მდინარე დიდდება, მიმდებარე ტერიტორიას ტბორავს, რაც მიწის კიდევ უფრო განოყიერებას უწყობს ხელს. რაიონის ცენტრალურ ნაწილში მდინარე დონი მიედინება.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიჯაპურის რაიონის კლიმატი ძირითადად მშრალია. ზაფხულში, განსაკუთრებით აპრილსა და მაისში, ძალიან ცხელა. ამ დროისთვის ტემპერატურა 40-42 °C-ს შორის მერყეობს. ზამთარში, რომელიც ნოემბრიდან იანვრამდე გრძელდება, ტემპერატურა 15-20 °C-ს შორის მერყეობს. ჩვეულებრივ, რაიონის კლიმატის მშრალია და ტენიანობა 10-30%-ს შორისაა. საშუალო წლიური ნალექიანობის მაჩვენებელი მთელს რაიონში 552.8 მმ-ია. წვიმიანი დღეების რაოდენობა 37.2-ია. რაიონში მუსონები ივნისში იწყება და ოქტომბრამდე გრძელდება. ნალექიანობის მაჩვენებელი არ არის მაღალი, მაგრამ რაიონზე როგორც სამხრეთ-დასავლეთის, ისე ჩრდილო-აღმოსავლეთის მუსონები მოქმედებს. საშუალო წლიური ნალექიანობა რაიონის სხვადასხვა ადგილისთვის განსხვავებულია.

ჰავის მონაცემები — ბიჯაპური
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 39.4 41.1 41.9 43.3 44.9 43.0 36.9 36.5 37.4 37.3 35.0 34.6 44.9
საშუალო მაღალი °C 30.8 33.9 36.9 39.0 39.1 33.6 30.9 30.5 31.4 31.6 30.5 29.7 33.1
საშუალო დაბალი °C 16.5 18.3 21.9 24.1 24.0 22.7 22.0 21.7 21.6 21.0 18.5 15.7 20.7
რეკორდულად დაბალი °C 7.0 8.9 11.2 15.8 17.8 17.2 16.1 16.7 16.1 12.2 5.6 6.0 5.6
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) 4.0 0.6 5.7 20.6 39.8 108.0 66.9 92.3 156.9 119.7 25.0 7.7 647.1
წვიმიანი დღეები საშუალოდ 0.2 0.1 0.8 1.4 3.3 5.8 5.5 5.6 8.3 5.7 2.0 0.4 39.1
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) ) 38 31 28 30 34 56 65 65 62 54 49 43 47
წყარო: India Meteorological Department[4][5]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობის ისტ. რაოდენობა
წელი მოს. ±%
1931 39 747
1941 48 968 +23.2%
1951 65 734 +34.2%
1961 78 854 +20.0%
1971 103 931 +31.8%
1981 147 313 +41.7%
1991 193 131 +31.1%
2001 253 891 +31.5%
2011 326 360 +28.5%
რელიგიები ბიჯაპურში (2011)[6]
რელიგია %
ინდუიზმი
  
62.12%
ისლამი
  
35.56%
ჯაინიზმი
  
1.14%
სხვა ან არ არის დაფიქსირებული
  
1.18%
რელიგიების განაწილება

2011 წლის აღწერის მიხედვით, ბიჯაპურის მოსახლეობა 326 360 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის 51%-ს კაცები შეადგენენ, ხოლო 49%-ს ― ქალები. ეფექტური წერა-კითხვის ცოდნის დონე 83.43%-ს უდრის, რაც საშუალო ეროვნულ მაჩვენებელზე (74%) მაღალია. კაცებს შორის წერა-კითხვის ცოდნის დონე 88.92%-ის ტოლია, ხოლო ქალებს შორის ― 77.86%-ის. მოსახლეობის 12% 6 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნება. მოსახლეობის უმრავლესობა კანადაზე საუბრობს.[7]

2011 წლის აღწერის მიხედვით, მოსახლეობის 51.43% კანადაზე საუბრობს, 34.35% ― ურდუზე, 5.38% ― მარათულზე, 3.85% ― ლამბადიზე, 2.01% ― ჰინდიზე, ხოლო 1.17% ― ტელუგუზე.[8]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Renaming of cities“ (პრეს-რელიზი). Press Information Bureau. 16 December 2014. ციტირების თარიღი: 5 August 2017.
  2. „Tumkur, Shimoga and Bijapur cities to be upgraded as Municipal Corporations“. The Hindu (ინგლისური). 2 September 2013. ციტირების თარიღი: 1 April 2021.
  3. Maps, Weather, and Airports for Bijapur, India.
  4. Station: Bijapur Climatological Table 1981–2010. Climatological Normals 1981–2010 გვ. 149–150. India Meteorological Department (January 2015). ციტირების თარიღი: 18 April 2020
  5. Extremes of Temperature & Rainfall for Indian Stations (Up to 2012). India Meteorological Department (December 2016). ციტირების თარიღი: 18 April 2020
  6. Table C-01 Population by Religion: Karnataka. Registrar General and Census Commissioner of India (2011).
  7. Cities having population 1 lakh and above, Census 2011. ციტირების თარიღი: 7 March 2021
  8. Table C-16 Population by Mother Tongue (Town): Karnataka. Registrar General and Census Commissioner of India.