ბილურთა
იერსახე
| ბილურთა | |
|---|---|
| კოორდინატები: 42°23′12″ ჩ. გ. 43°49′11″ ა. გ. / 42.38667° ჩ. გ. 43.81972° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | ჯავის მუნიციპალიტეტი |
| სიმაღლე | 2166 მ |
| ქედი | ლიხის ქედი |
| ამგებელი ქანები | პორფირიტი |
ბილურთა — მთა საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ჯავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ლიხის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2166 მ. აგებულია შუაირული პორფირიტებით. სამხრეთი და აღმოსავლეთი კალთები ციცაბოა, დასავლეთი — დამრეცი. ქვედა კალთები შემოსილია წიფლნარით, მწვერვალზე — სუბალპური მდელოებია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 434.