ბილი აილიში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბილი აილიში
Billie Eilish 2019 by Glenn Francis.jpg
აილიში iHeartRadio Music Awards 2019-ზე
დაბ. სახელი ბილი აილიშ პაირატ ბერდ ო’კონელი
დაბ. თარიღი 18 დეკემბერი, 2001 (2001-12-18) (17 წლის)
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა
  • მომღერალი
  • სიმღერების ავტორი
  • მოდელი
  • მოცეკვავე
აქტიური 2015-დღემდე
ჟანრები
ლეიბლები
ასოციაციები ფინეას ო’კონელი
საიტი site.billieeilish.com

ბილი აილიშ პაირატ ბერდ ო’კონელი (ინგლ. Billie Eilish Pirate Baird O'Connell; /ˈlɪʃ/;[1] დ. 18 დეკემბერი, 2001) — ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მოდელი და მოცეკვავე. აღიარება მოიპოვა 2016 წელს SoundCloud-ზე გამოცემული სადებიუტო სინგლით „ocean eyes“. 2019 წელს გამოსული მისი სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? ბრიტანეთის, კანადისა და ავსტრალიის ჩარტებში პირველ ადგილზე მოხვდა.

ცხოვრება და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული დასაწყისი და „Ocean eyes“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა და გაიზარდა ლოს-ანჯელესში, მუსიკოსების და მსახიობების ოჯახში.[2][3][4][5] მისი მშობლები, მეგი ბერდი და პატრიკ ო’კონელი პროფესიით მსახიობები, სცენარისტები და მუსიკოსები არიან;[6][7][8] მას შოტლანდიური და ირალანდიური წარმომავლობა აქვს.[9] განათლებას იღებდა სახლში, რვა წლის ასაკში კი ლოს-ანჯელესის ბავშვთა გუნდში გაწევრიანდა. თერთმეტი წლის იყო საკუთარი სიმღერების წერა რომ დაიწყო ძმასთან, ფინიას ო’კონელისთან ერთად, რომელსაც ამ საქმეში კარგი გამოცდილება გააჩნდა, რადგანაც საკუთრ ბენდთან ერთად წერდა და აქვეყნებდა სიმღერებს.[10] 2015 წლის ოქტომბერში, ჩაწერა სიმღერა „Ocean Eyes“ და საკუთარ ქორეოგრაფთან ერთდ დადგა ცეკვა.[11]

2016 წელს SoundCloud-ზე გამოქვეყნდა აილიშის სადებიუტო სინგლი „Ocean Eyes“. ხოლო სინგლის მუსიკალური ვიდეო — 2016 წლის 24 მარტს. იმავე წელს გამოიცა მისი შემდეგი სინგლი, „Six Feet Under“[12] 2017 წლის 14 იანვარს გამოაქვეყნა EP, რომელშიც „Ocean Eyes“ სამი რემიქსი შევიდა[13]

2016–2017: წარმატება და Don't Smile at Me[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„Ocean Eyes“-ის რემიქსული ვერსიების წარმატების შემდეგ, 2017 წლის 24 თებერვალს აილიშმა გამოაქვეყნა მომდევნო სინგლი „Bellyache“,[14] რომელიც დაიწერა ფინეას ო’კონელისთან ერთად, ხოლო ვიდეო გამოქვეყნდა 2017 წლის 22 მარტს. იმავე წლის 30 მარტს ჩაწერა სიმღერა „bored“ Netflix-ის ტელესერიალისთვის „13 მიზეზი“[15] 2017 წლის 30 ივნისს აილიშმა გამოუშვა სინგლი „Watch“[16] 2017 წლის 11 ივლისს, „Copycat“-ის გამოცემის შემდეგ დაანონსდა მისი სადებიუტო EP Don't Smile at Me, რომელიც გამოვიდა 2017 წლის 21 აგვისტოს.[17] ალბომი გამოსვლიდან მალე, აილიშმა ჩაწერა დუეტი ამერიკელ რეპერ Vince Staples-თან.

2018 — When We All Fall Asleep, Where Do We Go[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წლის თებერვალში აილიშმა დაიწყო Where's My Mind ტური, რომელიც დასრულდა იმავე წლის აპრილში.[18] 2018 წლის  Record Store Day-სთვის აილიშმა გამოსცა სიმღერის „Party Favor“ და ამერიკელი რეპერის დრეიკის „Hotline Bling“-ის აკუსტიკური ვერსია.[19] მან ასევე ჩაწერა დუეტი ამერიკელ რეპერ Khalid-თან სახელწოდებით  „Lovely“, რომელივ 2018 წლის აპრილში გამოვიდა და გამოყენებული იქნა საუნდტრეკად სერიალის „13 მიზეზი“ მეორე სეზონისთვის.[20] შემდგომში გამოვიდა სინგლები „Bitches Broken Hearts“ და „You Should See Me in a Crown“.[21] 2018 წლის ოქტომბერში მან კიდევ ერთი სინგლი „When the Party's Over“ გამოაქვეყნა.[22][23]

2019 წლის 29 მარტს გამოვიდა ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go. იმავე წლის 13 აპრილს აილიშმა დაიწყო ტურნე „When We All Fall Asleep Tour“.[24]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წლის 27 ნოემბერს, მას შემდეგ რაც ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოები, სადაც აილიში ავლენდა სიმპტომებს, რომელიც შეესაბამებოდა  ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომს, მან აღიარა, რომ ეს სინდრომი მართლაც წარმოადგენდა მისი ცხოვრების ნაწილს.[25][26]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ბილი აილიშის დისკოგრაფია.
სტუდიური ალბომები

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Savage, Mark. (July 15, 2017) Billie Eilish: Is she pop's best new hope?. BBC News. ციტატა: „"...It's eye-lish, like eyelash with a lish."“
  2. Get to Know: Billie Eilish | MTV UK“. წაკითხვის თარიღი: April 1, 2018. 
  3. Billie Eilish on Apple Music. წაკითხვის თარიღი: October 21, 2017.
  4. Savage, Mark. (July 15, 2017) Billie Eilish: Is she pop's best new hope?. წაკითხვის თარიღი: July 25, 2017.
  5. Billie Eilish - Biography.
  6. A Day In The Life Of Billie Eilish.
  7. The Groundlings. წაკითხვის თარიღი: 2018-01-15
  8. October 1, 2013. (October 1, 2013) Scrumptious Mom Maggie Baird - October 2013. scrumptiousmoms. წაკითხვის თარიღი: May 16, 2018.
  9. Power, Ed. “An Interview with Billie Eilish: Pop's Ferocious New Enigma | Hotpress“, Hotpress. 
  10. Meet Billie Eilish, Pop's Next It Girl“, ვოგი. წაკითხვის თარიღი: February 3, 2018. 
  11. Cirisano, Tatiana. 15-Year-Old Pop Prodigy Billie Eilish Announces Debut EP & First-Ever Tour. წაკითხვის თარიღი: July 25, 2017.
  12. Six Feet Under - Single by Billie Eilish on Apple Music. წაკითხვის თარიღი: July 25, 2017.
  13. Ocean Eyes (The Remixes) - EP by Billie Eilish on Apple Music. წაკითხვის თარიღი: August 15, 2017.
  14. Billie Eilish's "Bellyache" Is Totally Psycho and Perfectly Pop. Noisey.
  15. Wright, Janine. Billie Eilish - "Bored" - Noiseporn. წაკითხვის თარიღი: July 25, 2017.
  16. Desk, BWW News. Billie Eilish Releases New Single 'Watch' Today; Teases Debut EP. წაკითხვის თარიღი: July 25, 2017.
  17. Smither, Tanis. (August 11, 2017) Billie Eilish releases lush debut EP "dont smile at me" - EARMILK. წაკითხვის თარიღი: August 15, 2017.
  18. Shackleford, Tom. Billie Eilish announces 2018 Where's My Mind? headlining tour. წაკითხვის თარიღი: 23 October 2018.
  19. Billie Eilish - Party Favor/Hot Line Bling [Pink Vinyl Single | RECORD STORE DAY], http://recordstoreday.com/UPC/602567383659/Billie-Eilish_Party-FavorHot-Line-Bling-Pink-Vinyl-Single. წაკითხვის თარიღი: June 10, 2019
  20. Interscope Records Preps To Release "13 Reasons Why" Season 2 Soundtrack With Proceeds Going To Charity. Clizbeats. წაკითხვის თარიღი: May 12, 2018.
  21. Billie Eilish Drops Dramatic Track 'You Should See Me in a Crown': Listen. წაკითხვის თარიღი: July 18, 2018.
  22. when the party's over - Single by Billie Eilish on Apple Music. iTunes. წაკითხვის თარიღი: October 17, 2018.
  23. Engelman, Nicole. (October 17, 2018) Billie Eilish Releases Haunting New Song 'When The Party's Over': Listen. წაკითხვის თარიღი: October 18, 2018.
  24. Nesvig, Kara. Billie Eilish Forgot Her Own Lyrics at Coachella But It Only Made Fans Love Her More en. წაკითხვის თარიღი: 8 August 2019.
  25. Billie Eilish Reveals She Has Tourette Syndrome After Compilation of Her Tics Emerges Online“, Billboard. 
  26. fyi - @wherearetheavocados en. წაკითხვის თარიღი: 2018-12-03