ბზიკი (ჟურნალი)
იერსახე
ბზიკი — ქართული იუმორისტული ჟურნალი. გამოდიოდა 1907 წელს თბილისში, ჟურნალების „ეკლისა“ და „ოხუნჯის“ გაგრძელებაა. რედაქტორები — აკაკი წერეთელი (№ 1), პ. გაჩეჩილაძე (№ 2), გამომცემელი — თ. ბაქრაძე. თანამშრომლობდნენ: ი. ხანდაშვილი (მიმინო), ნ. კალანდაძე (ეშმაკი) და სხვა. ჟურნალის მხატვრული გაფორმება და კარიკატურები ეკუთვნის ოსკარ შმერლინგს. რიცხვისა და თვის მიუნიშნებლად გამოვიდა „ბზიკის“ ორი რვაგვერდიანი ნომერი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 353.