შინაარსზე გადასვლა

ბერჟერაკის ხელშეკრულება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბერჟერაკის ხელშეკრულება
ხელი მოეწერა 14 სექტემბერი, 1577
ძალაში შევიდა 17 სექტემბერი, 1577
ხელი მოაწერეს საფრანგეთი
ჰუგენოტები
რატიფიკაცია 17 სექტემბერი, 1577
ენა ფრანგული

ბერჟერაკის ხელშეკრულება, პუატიეს ედიქტისამშვიდობო ხელშეკრულება საფრანგეთის მეფე ანრი III ვალუასა და ჰუგენოტებს შორის. ხელი მოაწერეს ბერჟერაკში 1577 წლის 14 სექტემბერს, ხოლო 17 სექტემბერს მას ხელი მოაწერეს ჰუგენოტებმა და შევიდა ძალაში. ხელშეკრულების შედეგად დასრულდა საფრანგეთის რელიგიური ომების მეექვსე პერიოდი. ამ ხელშეკრულებით შეიცვალა ბოლიეს ედიქტის პირობები, რომლებიც პროტესტანტებისთვის საკმაოდ ხელსაყრელი იყო. ხელშეკრულების თანახმად ჰუგენოტებს მიენიჭათ კულტის შეკვეცილი თავისუფლება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]