ბერნინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბერნინა
PizBernina3.jpg
კოორდინატები: 46°22′56″ ჩ. გ. 7°54′29″ ა. გ. / 46.3823389° ჩ. გ. 7.9080611° ა. გ. / 46.3823389; 7.9080611
ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
სიმაღლე 4049 
ქედი ბერნინის ალპები
ბერნინა — შვეიცარია
ბერნინა

ბერნინა (გერმ. Piz Bernina) — მთა ბერნინის ალპებში (აღმოსავლეთი ალპები). სიმაღლე 4049 მ. აქვს სამი მწვერვალი. აგებულია დიორიტებითა და გაბროთი. მასივის გეოლოგიურ აგებულებაში მონაწილეობენ გრანიტები. მთა აღმართულია ბერნინის ქედზე, რომელიც წარმოადგენს მდინარეების ინისა და ადის ზემო დინებებში მდებარე მთის მასივს. კალთებიდან იწყება მორტერაჩის მყინვარი. მთას სახელი ეწოდა 1850 წელს ბერნინის უღელტეხილის მიხედვით. პირველი ასვლა განხორციელდა 1850 წლის 13 სექტემბერს. ბერნინა აღმართულია შვეიცარიის კურორტის — სანქტ-მორიცის სიახლოვეს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]