ბერნინის უღელტეხილი
ბერნინის უღელტეხილი | |
---|---|
![]() ბერნინის უღელტეხილი | |
კოორდინატები: 46°24′55″ ჩ. გ. 10°00′37″ ა. გ. / 46.41528° ჩ. გ. 10.01028° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
სიმაღლე | 2328 მ |
ქედი | ბერნინის ქედი |
ბერნინის უღელტეხილი (გერმ. Berninapass; იტალ. Passo del Bernina) — საგზაო და სარკინიგზო დანიშნულების უღელტეხილი შვეიცარიაში, ბერნინის ქედზე. სიმაღლე 2328 მ. მდებარეობს შვეიცარიის აღმოსავლეთ ნაწილში. უღელტეხილი ერთმანეთთან აკავშირებს ენგადენისა და ვალპოსკიავოს ხეობებს. შემდეგ გზა სამხრეთით გრძელდება ვალტელინის ხეობისკენ, იტალიაში. ყველაზე ახლო მდებარე დასახლებული პუნქტია პონტრეზინა, რომელიც უღელტეხილიდან 13 კმ-ში მდებარეობს. უნაგირა ფართოა. მასზე ვრცელდება ორი ტბა. გადასასვლელზე გადის ბერნინის რკინიგზის ხაზი. ბერნინის უღელტეხილის სიახლოვესაა აგრეთვე მწვერვალი ბერნინა.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ბერნინის უღელტეხილი“ ვიკისაწყობში.
- ბერნინის უღელტეხილი – ინფორმაცია (ინგლისური)
- ბერნინის უღელტეხილი – ინფორმაცია (გერმანული)