ბერიჯვრის სტელა
იერსახე
ბერიჯვრის სტელა — არქეოლოგიური ძეგლი ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ კიტრიულიში. განეკუთვნება VI-VII საუკუნეებს.
ბერიჯვრის ნაეკლესიარიდან სამხრეთ-დასავლეთით, ხევში აღმოჩნდა ქვის სტელის ნამტვრევი, რომელიც ბერიჯვრის ეკლესიის სარკმლის თავსართად იყო გამოყენებული. სტელა VI-VII საუკუნეების მიჯნას განეკუთვნება და იკონოგრაფიული, მხატვრულ-სტილისტური და პალეოგრაფიული თვალსაზრისით მეტად საინტერესოა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 101