შინაარსზე გადასვლა

ბეჟან თუთბერიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბეჟან თუთბერიძე (დ. 15 ოქტომბერი, 1943, ფუთი, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი — გ. 5 მარტი, 2022) — ქართველი გეოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი. გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (1997). ღირსების ორდენის კავალერი (2003).

1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-გეოლოგის კვალიფიკაციით.

1969 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1997–2006 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მინერალოგია-პეტროლოგიისა და სასარგებლო წიაღისეულის კათედრის გამგე. 2003–2005 წლებში გეოლოგიის ფაკულტეტის დეკანი. 2012 წლიდან გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მისი შრომები ეხება ვულკანოლოგიის, გეოქიმიის, პეტროლოგიისა და მინერალოგიის საკითხებს; შეისწავლა საქართველოს ნეოგენურ-ანთროპოგენურ ვულკანიზმთან დაკავშირებული პოსტვულკანური ჰიდროთერმული მინერალიზაციის პროცესები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]