შინაარსზე გადასვლა

ბელარუსფილმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Белдзяржкіно, Савецкая Беларусь და Беларусьфільм
შეიქმნა 1928
ტიპი film studio და საწარმო
ქვეყანა ბელარუსი
http://www.belarusfilm.by/
ბელარუსფილმის მთავარი შენობა

ბელარუსფილმი (ბელარ. Беларусьфільм) — ბელარუსის ეროვნული კინოსტუდია.

1924 წლის 17 დეკემბრის ბელორუსიის სსრ-ს მთავრობის გადაწყვეტილებით „საკუთარი კინოწარმოების ორგანიზების შესახებ“ და ამ მიზნით სპეციალური სამმართველოს „ბელგორსკინოს“ შესაქმნელად 1925 წელს მინსკში ჩამოყალიბდა კინოლაბორატორია კინოქრონიკების გამოსაშვებად.[1] 1928 წელს ლენინგრადში დაარსდა მხატვრული ფილმების სტუდია სახელწოდებით „საბჭოთა ბელორუსია“, რომელიც 1939 წელს გადავიდა მინსკში. მეორე მსოფლიო ომის დროს ბელორუსიის კინემატოგრაფისტ-დოკუმენტალისტები იღებდნენ საბრძოლო რეპორტაჟებს, ქმნიდნენ რესპუბლიკის პარტიზანულ კინოქრონიკას. მხატვრული ფილმების წარმოება შეჩერდა და განახლდა ომის დამთავრების შემდეგ. ამასთანავე სტუდიამ მიიღო თანამედროვე სახელი — „ბელარუსფილმი“.

პირველი მხატვრული ფილმი, რეჟისორ ი. ტარიჩის „ტყის ამბავი“ 1926 წელს გადაიღეს კინოსტუდიაში. ომამდელ პერიოდში სტუდიამ გადაიღო მხატვრული ფილმები: „კასტუს კალინოვსკი" (1928), „ხვალამდე" (1929), „სასტუმრო სავოია" (1930), „ქალი" (1932), „პირველი ოცეული" (1933), „გოგონა პაემანზე მიიჩქარის" (1936), „სამშობლოს ქალიშვილი" (1937) და სხვა. ომის შემდგომ წლებში იღებდნენ ფილმებს საბრძოლო თემაზე. ამ დროის გამორჩეული ფილმებია: „კონსტანტინე ზასლონოვი", „საათი შუაღამისას გაჩერდა".

1960 წელს აშენდა კინოსტუდიის ახალი შენობა, სადაც მუშაობა დაიწყო სამმა შემეცნებითმა გაერთიანებამ: მხატვრული ფილმების, დოკუმენტური „ქრონიკისა“ და სარტელევიზიო „ტელეფილმის“ და ანიმაციურ ფილმების სტუდიამ. ამ პერიოდში შეიქმნა ომის თემაზე ცნობილი ფილმები: „ალპური ბალადა", „გოგონა ეძებს მამას", „ივან მაკაროვიჩი". ასევე ყურადღება ეთმობოდა ისტორიულ და საბავშვო-ახალგაზრდულ ფილმებს. მაგ.: „წითელი ფოთლები", „მოსკოვი-გენუა", „ოსტატების ქალაქი" და სხვა.

1970-იან წლებში „ბელარუსფილმში“ გამოჩნდნენ ახალი რეჟისორები თავიანთი ახლებური ხედვით. შეიქმნა სხვადასხვა თემატიკის ფილმები. განსაკუთრებით გამოირჩევა ამ პერიოდის საბავშვო-ახალგაზრდული ფილმები: ანატოლი რიბაკოვის სათავგადასავლო მოთხრობების ეკრანიზაციები" „დაშნა“, „ბრინჯაოს ფრინველი“, „ბავშვობის უკანასკნელი ზაფხული“; მიუზიკლები" „ბურატინოს თავგადასავალი“, „წითელქუდა“; ომის თემაზე: „ოგინსკის პოლონეზი", „სონეტების გვირგვინი" და სხვა. 1980-იან წლებში გამოჩნდა კომედიები. სტუდიის მრავალი ფილმი ფართოდ იქნა აღიარებული და მიენიჭა პრიზები საერთაშორისო კინოფესტივალებზე.

„ბელარუსფილმი“ მოიცავს ქრონიკის, ტელეფილმის და ანიმაციური ფილმების სტუდიებს (1975 წლიდან). აქვე მუშაობს კინომსახიობთა თეატრ-სტუდია.

ბელარუსის ეროვნული კინოსტუდია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990-იანი წლები გამოირჩეოდა განსაკუთრებული უძრაობით ბელარუსის ეროვნული კინემატოგრაფის შემოქმედებით და ეკონომიკურ პროცესებში. იმის მიუხედავად, რომ ამ პერიოდში შეიქმნა 60-ზე მეტი სრულმეტრაჟიანი ფილმი, სოციალურ-პოლიტიკური ცვლილებების გამო მათი უმრავლესობა არააქტუალური გახდა და კინოგაქირავების ორგანიზაციებისთვის არ იყო მომგებიანი.

1997 წელს ბელარუსის პრეზიდენტის ბრძანებით კინოსტუდია „ბელარუსფილმს“ მიენიჭა ეროვნული სტატუსი.[2]

2007 წელს კინოსტუდიამ გამოუშვა 7 მხატვრული და 5 ანიმაციური ფილმი და წლის მომგებიანად დახურვით მოახერხა კრიზისიდან გამოსვლა. ამავე წლის 1 სექტემბრიდან კინოსტუდიაში ჩატარდა რეკონსტრუქციაю[3]

2008 წელს კინოსტუდიამ გამოუშვა 34 დოკუმენტური, 5 ანიმაციური, 4 სატელევიზიო და 3 სრულმეტრაჟიანი კინოფილმი.

2014 წელს „ბელარუსფილმი“ 90 წლის გახდა. საიუბილეო DVD-კოლექციის გამოშვებაში სახელწოდებით „ბელარუსფილმის ოქროს დიუჟინა“ შევიდა კინოსტუდიაში გადაღებული რამდენიმე თაობის მაყურებლისთვის საყვარელი 12 ნიშანდობლივი საბჭოთა ფილმი. მათ შორის: „ბურატინოს თავგადასავალი“, „წითელქუდა“, „44-ის აგვისტოში“ და სხვა.

თავისი არსებობის მანძილზე „ბელარუსფილმს“ გამოშვებულიო აქვს 650-ზე მეტი მხატვრული ფილმი, დაახლოებით 2000 დოკუმენტური და 300 ანიმაციური ფილმი. კინოსტუდიის შექმნილი ფილმები შესულია სამამულო და მსოფლიო კინოს ოქროს ფონდში.

ბოლო დროს კინოსტუდია აქტიურადაა დაკავებული თავისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოდერნიზაციით. ჩატარდა კოლოსალური სარეკონსტრუქციო სამუშაოები. თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ახალი პავილიონები „ბელარუსფილმს“ საშუალებას აძლევს შექმნას ისეთი პროექტები, რომლებიც შეესაბამებიან დღევანდელობის მაღალი მოთხოვნის დონეს.

  • იგორ ვალენის ძე პორშნევი (2015-2018)
  • ვლადიმერ მიხეილის ძე კარაჩევსკი (2018 წლის 5 მარტიდან)[4] [5]
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (1981 წლის 19 მაისი) — საბჭოთა კინემატოგრაფიის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მეათე ხუთწლედის დავალებების წარმატებით შესრულებისათვის.
  • ლიპეცკში ჩატარებულ XVIII საერთაშორისო ფესტივალ „ოქროს რაინდზე“ ბელარუსელი რეჟისორის ვიტალი დუდინის ფილმმა „კადეტი“ მიიღო „ბრინჯაოს რაინდი“ და ბელარუსის და რუსეთის საპარლამენტო შეკრების კავშირის პრიზი დიდი სამამულო ომის თემის ეკრანზე განსახიერებისთვის. ახალგაზრდა მსახიობებმა პოლინა სირკინამ, რუსლან ჩერნეცკიმ და ანდრეი სენკინმა მიიღეს დიპლომები „კინოში კაშკაშა დებიუტისთვის.“

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Беларуская энцыклапедыя: У 18 т. / Рэдкал.: Г. П. Пашкоў і інш.. — Мн.: БелЭн, 1996. — Т. 3: Беларусы — Варанец. — С. 68-69. — 511 с. — 10 000 экз. — ISBN 985-11-0068-4 (т. 3), ISBN 985-11-0035-8.
  1. Белорусская ССР. Краткая энциклопедия / Под ред. И. П. Шамякин. — Мн.: Белорусская Советская Энциклопедия, 1981. — Т. 4. — 712 с.
  2. https://belarusfilm.by/company/
  3. "Беларусьфильм" уплотнят?
  4. Лукашэнка разгледзеў кадравыя пытанні
  5. У «Беларусьфільма» новы дырэктар. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-30. ციტირების თარიღი: 2022-05-22.