ბედის ირონია, ანუ გაამოთ
„ბედის ირონია, ანუ გაამოთ Ирония судьбы, или С лёгким паром!“ | |
---|---|
რეჟისორი | ელდარ რიაზანოვი |
სცენარისტი |
ემილ ბრაგინსკი ელდარ რიაზანოვი |
როლებში | ანდრეი მიაგკოვი, ბარბარა ბრილსკა, იური იაკოვლევი |
კომპოზიტორი | მიკაელ ტარივერდიევი |
ხანგრძლივობა | 192 წთ |
ქვეყანა | სსრკ |
ენა | რუსული ენა |
შემდეგი | ბედის ირონია. გაგრძელება |
ბედის ირონია, ანუ გაამოთ (რუს. Ирония судьбы, или С лёгким паром!) — რეჟისორ ელდარ რიაზანოვის საკულტო საბჭოთა საახალწლო ფილმი, რომელიც გამოვიდა 1975 წელს. წლიდან წლამდე ტრადიციად იქცა მისი საახალწლო ტელეეთერში ჩვენება. 1977 წელს მიღებული აქვს სსრკ სახელმწიფო პრემია.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილმის დასაწყისში ნაჩვენებია სატირული ფორმის მქონე საბჭოთა სახლების აღწერა, რომელთა მშენებლობა დაკავშირებული იყო გარკვეულ სტანდარტებთან, ერთსა და იმავე პროექტის უამრავი მშენებლობისას გამოყენებასთან. ამან თავის მხრივ, გამოიწვია ის, რომ საბჭოთა კავშირში სახლების უმეტესობა ერთმანეთის ასლს წარმოადგენდა. ეს შესავალი პირდაპირ კავშირშია ფილმის შემდგომ სიუჟეტთან.
ახალი წლის დამდეგს, აბანოში იკრიბებიან ძველი მეგობრები. ტრადიციის მიხედვით აბანოს შემდეგ ისინი სვამენ. მთავარი გმირი, ჟენია (ევგენი ლუკაშინი), 36 წლის, პროფესიით ქირურგი, უნდა დაბრუნდეს მოსკოვში, რათა ახალ წელს თავის საცოლე, გალიასთან შეხვდეს. ხდება ისე, რომ პავლიკი, ჟენიას მეგობარი, უნდა გაფრინდეს ლენინგრადში, მაგრამ მის მაგივრად მთვრალი საშა და მიშა თვითმფრინავში შეუშვებენ ჟენიას.
ჟენია იღვიძებს ლენინგრადის აეროპორტში, ვერ ამჩნევს განსხვავებას და ტაქსისტს სთხოვს წაყვანას თავის მისამართზე - ’მშენებელთა ქუჩა, 3, სახლი 25, ბინა12’. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდება, მსგავსი მისამართისა და მსგავსი ფასადის მქონე სახლი ლენინგრადშიც არსებობს. ჟენია მშვიდად ადის თავის სართულზე და აღებს კარს საკუთარი გასაღებით (აქაც ხაზგასმულია, რომ კარებების საკეტებიც ტიპური იყო). ბინაში ჟენია არაფერს აქცევს ყურადღებას, ვინაიდან იქ ისეთივე არეულობაა, როგორც მის სახლში. დაღლილი ლუკაშინი იძინებს.
ამასობაში შინ ბრუნდება ბინის პატრონი, ნადეჟდა შეველიოვა (ნადია), 34 წლის, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. იგი აპირებს ახალი წლის საქმროსთან, იპოლიტესთან ერთად დახვედრას, რომელიც ასევე მალე უნდა მოვიდეს. ნადია გაოგნებულია ჟენიას თავის ბინაში აღმოჩენით და ცდილობს მის გაღვიძებას და გაგდებას, სანამ იპოლიტე გამოჩნდება.
ლუკაშინი ნადიას უწევს წინააღმდეგობას და ამტკიცებს, თითქოს ნადია თავად შეიჭრა მის ბინაში. ერთმანეთის პასპორტების გადახედვისას ისინი გაოცდებიან, ვინაიდან აღმოჩნდება, რომ ჟენია ლენინგრადშია (წარსულში იგი უკვე ერთხელ გაიქცა იქ, საკუთარი საცოლისგან და ამის შესახებ ქორწინების წინ გალიასაც გამოუტყდა).
მოდის იპოლიტე, რომელიც, უცნობი მამაკაცის დანახვისას ეჭვიანობას იწყებს. ჟენია სასწრაფოდ ტოვებს ბინას, მაგრამ აღმოაჩენს, რომ მოსკოვამდე ბილეთის შესაძენად ფული აღარ ჰყოფნის. ამიტომ იგი უბრუნდება ნადიასა და იპოლიტეს, რათა მცირეოდენი ფული ისესხოს. ნადია დათანხმდება, მაგრამ იპოლიტე ვერ თოკავს ნერვებს, ბრაზდება და საკუთარი მანქანით იქაურობას ტოვებს. ჟენია მისდევს მას და ცდილობს, დაარწმუნოს, რომ მასსა და ნადიას შორის არაფერი ხდება. იგი ბრუნდება ნადიასთან, ბოდიშს უხდის საკუთარი საქციელის გამო და სთხოვს, დაარეკინოს გალიასთან, რათა აუხსნას, რა ამბავში გაეხვია.
ჟენია და ნადია ახალ წელს ერთად ხვდებიან. მეორე დილით ლუკაშინი შინ მიემგზავრება. მაგრამ ნადია თავად ჩადის მოსკოვში, რა თქმა უნდა, მისთვის ნაცნობ მისამართზე, აღებს კარს საკუთარი გასაღებით და აღვიძებს ჟენიას. ისინი ბედნიერები არიან.
როლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ანდრეი მიაგკოვი - ჟენია (ევგენი) ლუკაშინი
- ბარბარა ბრილსკა - ნადია (ნადეჟდა) შეველიოვა
- იური იაკოვლევი - იპოლიტე, ნადიას საქმრო
- ალექსანდრე შირვინდტი- პავლიკი, ჟენიას მეგობარი
- გიორგი ბურკოვი - მიშა, ჟენიას მეგობარი
- ალექსანდრე ბელიავსკი - საშა, ჟენიას მეგობარი
- ოლგა ნაუმენკო - გალიას, ჟენიას საცოლე
- ლია ახეჯაკოვა - ტანია, ნადიას მეგობარი
- ვალენტინა ტალიზინა - ვალია, ნადიას მეგობარი / ნადიას გახმოვანება
- ლუბოვ დობრჟანსკაია - მარინა, ჟენიას დდა
- ლუვოვ სოკოლოვა - ოლგა, ნადიას დედა (არ არის ნახსენები ფილმში, მაგრამ ფიგურირებს სპექტაკლში, რომლის მიხედვითაც გადაღებული იქნა ფილმი)
- გოტლიბ რონინსონი - მგზავრი ლენინგრადის აეროპორტში
- ელდარ რიაზანოვი - მგზავრი თვითმფრინავში