ელდარ რიაზანოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელდარ რიაზანოვი
Eldar Ryazanov.jpg
ელდარ რიაზანოვი 2008 წელს
დაბადების სახელი ელდარ რიაზანოვი
დაბადების თარიღი 18 ნოემბერი, 1927
სამარა, რუსეთი
გარდაცვალების თარიღი 30 ნოემბერი, 2015 (88 წლის)
საქმიანობა კინორეჟისორი
მსახიობი
სცენარისტი
ტელეწამყვანი
თეატრალური პედაგოგი
პოეტი
აქტიური 1950-2009

ელდარ ალექსანდრეს ძე რიაზანოვი (რუს. Эльда́р Алекса́ндрович Ряза́нов; დ. 18 ნოემბერი, 1927 — გ. 30 ნოემბერი, 2015) — საბჭოთა და რუსი კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი და პოეტი, სსრკ სახალხო არტისტი (1984). 1950 წელს დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. მუშაობდა დოკუმენტური ფილმების ცენტრალურ სტუდიაში, შემდეგ — „მოსფილმში“. ძირითადად დგამს კომედიებს. ამ ჟანრის პირველი ფილმია „საკარნავალო ღამე“ (1956). ავტორია მოთხრობებისა და სცენარებისა, რომელთა მიხედვით შექმნა ფილმები: „უფრთხილდი ავტომობილს“ (1966), „წარმატების ზიგზაგი“ (1968), „იტალიელების არაჩვეულებრივი თავგადასავალი რუსეთში“ (1973). 1962 წელს შექმნა ჰეროიკული კომედია „ჰუსარული ბალადა“. სახელი მოიხვეჭა აგრეთვე ფილმებით: ბედის ირონია, ანუ გაამოთ (1975), „სამსახურებრივი რომანი“ (1977) „ავტოფარეხი“ (1979), „აღთქმული ზეცა“ (1993). მისი ბოლო ნამუშევრებია: „საძინებლის გასაღები“ (2003) „ანდერსონი: სიცოცხლე უსიყვარულოდ“ (2006) „საკარნავალო ღამე 2 ან 50 წლის შემდეგ“ (2006) და სხვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]