გიორგი ბურკოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი ბურკოვი
დაბადების თარიღი 31 მაისი, 1933
პერმი, რსფსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 19 ივლისი, 1990 (57 წლის)
მოსკოვი, რსფსრ, სსრკ
მოქალაქეობა დროშა: სსრკ სსრკ
რსფსრ
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი
აქტიური 1965-1990

გიორგი ბურკოვი (რუს. Георгий Иванович Бурков; დ. 31 მაისი, 1933, პერმი, სსრკ — გ. 19 ივლისი, 1990, მოსკოვი, რსფსრ, სსრკ) — საბჭოთა და რუსი თეატრისა და კინოს მსახიობი, კინორეჟისორი, სცენარისტი. რსფსრ დამსახურებული არტისტი (1980).

გიორგი ბურკოვი დაიბადა 1933 წლის 31 მაისს პერმში. დაამთავრა №49 საშუალო სკოლა. 1952-56 წლებში სწავლობდა პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, 1955-58 წლებში - პერმის დრამატული თეატრის საღამოს სტუდიაში.

1965 წლიდან მთავარი რეჟისორის, ბორის ლვოვ-სნოხინის მიწვევით, გახდა კ. სტანისლავსკის სახელობის მოსკოვის დრამატული თეატრის დასის მსახიობი. 1970-71 წლებში იყო თეატრ „თანამედროვეს“, 1980-84 წლებში კი - მოსკოვის მ. გორკის სახელობის სამხატვრო თეატრის (МХТ) მსახიობი. 1984-87 წლებში მოსკოვის პუშკინის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობია.

1988 წლიდან ვ. შუკშინის სახელობის კულტურის ცენტრის მხატვრული ხელმძღვანელი გახდა.

პარალელურად იღებდნენ კინოში, ახმოვანებდა მულტიპლიკაციურ ფილმებს.

გიორგი ბურკოვის საფლავი ვაგანკოვოს სასაფლაოზე

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1970 განთავისუფლება Освобождение სერჟანტი
1971 მოხუცი-ავაზაკები Старики-разбойники ფიოდორ ფედიაევი
1975 ბედის ირონია, ანუ გაამოთ Ирония судьбы, или С лёгким паром! მიშა, ლუკაშინის მეგობარი
1977 გზანი წამებისანი Хождение по мукам სერგეი საპოჟკოვი
1977 ინკასატორის ჩანთა Сумка инкассатора
1978 მამა სერგი Отец Сергий ვაჭარი
1979 ავტოფარეხი Гараж ვიტალი ფეტისოვი
1982 პროფესია - გამომძიებელი Профессия — следователь ბორის ანტონოვი - გამომძიებელი
1982 შეხვედრა ახალგაზრდობასთან Свидание с молодостью პრონინი
1984 სასტიკი რომანსი Жестокий романс რობინზონი
1984 სტუმრები მომავლიდან Гостья из будущего ალიკი, ექიმი
1985 ზამთრის საღამო გაგრაში Зимний вечер в Гаграх ფიოდორი, ბარის მმართველი
1985 სილამაზის სალონი Салон красоты ივანი
1986 ბორის გოდუნოვი Борис Годунов ვარლაამი

ჯილდოები და აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1980 — რსფსრ დამსახურებული არტისტი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]