ალექსანდრე შირვინდტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე შირვინდტი
დაბადების თარიღი 19 ივლისი, 1934
მოსკოვი, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 15 მარტი, 2024 (89 წლის)
მოსკოვი
მოქალაქეობა დროშა: სსრკ სსრკ
რსფსრ
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი

ალექსანდრე შირვინდტი (რუს. Алекса́ндр Анато́льевич Ши́рвиндт; დ. 19 ივლისი, 1934, მოსკოვი, სსრკ — გ. 15 მარტი, 2024, მოსკოვი, რუსეთი) — საბჭოთა და რუსი თეატრისა და კინოს მსახიობი, თეატრალური რეჟისორი, სცენარისტი, პედაგოგი, ტელეწამყვანი, მწერალ-მემუარისტი. რსფსრ სახალხო არტისტი (1989). „მამულის წინაშე დამსახურებისათვის ორდენის“ სრული კავალერი. მოსკოვის სატირის აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი (2000-2021) და პრეზიდენტი (2021-2024).

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1967 მაიორი ვიხრი Майор Вихрь იუზეფი
1973 6 ივლისი Шестое июля ლევ კარახანი
1974 ბედის ირონია, ანუ გაამოთ Ирония судьбы, или С лёгким паром! პავლიკი, ლუკაშინის მეგობარი
1976 თორმეტი სკამი Двенадцать стульев ჭადრაკის სექციის თავმჯდომარე
1976 ციური მერცხლები Небесные ласточки მაიორი ალფრედ შატო-ჟიბიუსი
1977 სამნი ნავში Трое в лодке, не считая собаки სერ უილიამ ჰარისი
1981 უხელფასო შვებულება Отпуск за свой счёт იური
1985 ყველაზე მომხიბვლელი და მიმზიდველი Самая обаятельная и привлекательная არკადი, სუსანას ქმარი
1990 მექალთანე Бабник არკადი
1993 რუსული რეგტაიმი Русский регтайм კოსტიას მამა
2007 ბედის ირონია. გაგრძელება Ирония судьбы. Продолжение პავლიკი, ლუკაშინის მეგობარი

ჯილდოები და აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1974 — რსფსრ დამსახურებული არტისტი
  • 1989 — რსფსრ სახალხო არტისტი
  • 1993 — პრემია „ოქროს ოსტაპი“
  • 1994 — ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • 2004 — „მამულის წინაშე დამსახურებისთვის“ IV ხარისხის ორდენი
  • 2009 — „მამულის წინაშე დამსახურებისთვის“ II ხარისხის ორდენი
  • 2014 — „მამულის წინაშე დამსახურებისთვის“ III ხარისხის ორდენი
  • 2018 — რუსეთის თეატრალური პრემია „ოქროს ნიღაბი“
  • 2019 — „მამულის წინაშე დამსახურებისთვის“ I ხარისხის ორდენი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]