ბაჰამის კუნძულების ეკონომიკა
ბაჰამის კუნძულები ვესტ-ინდოეთის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, რომლის ეკონომიკის უდიდესი ნაწილი ტურიზმს ეყრდნობა. ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 60 %-ს სწორედ ტურიზმის ინდუსტრია აწარმოებს და ასაქმებს სამუშაო ძალის ნახევარზე მეტს.[1] ტურიზმის შემდეგ, ეკონომიკის მეორე უმნიშვნელოვანეს სექტორია ფინანსური სერვისი, რომლიცი მშპ-ის 15 %-ს აწარმოებს.
უცხოური ბიზნესის წასახალისებლად მთავრობას შემუშავებული აქვს არაერთი სტიმული, პროგრესს განიცდის საბანკო საქმე და ფინანსური რეფორმები. მთავრობას ასევე განზრახული აქვს ძირითადი ფინანსური ინსტიტუტების შერწყმა. შეზღუდვების დაწესება, კაპიტალისა და სავალუტო ბაზრის კონტროლი ბაჰამის კუნძულების ცენტრალური ბანკის კომპეტენციაში შედის. ბაჰამის კუნძულების ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ბირჟა ამჟამად 19 საჯარო კომპანიას აერთიანებს. საბანკო სისტემის შედარებითი სიჯანსაღის გამო, გლობალური ფინანსური კრიზისი ქვეყნის ფინანსურ სექტორს მწვავედ არ შეხებია.
ბაჰამის ეკონომიკას საკმაოდ კონკურენტუნარიანი საგადასახადო რეჟიმი აქვს. მთავრობა შემოსავლებს იღებს იმპორტის ტარიფებიდან, ლიცენზიების საფასურიდან, ქონებისა და საფოსტო მარკების გადასახადებიდან, მაგრამ არ არსებობს საშემოსავლო გადასახადი, კორპორაციული გადასახადი, კაპიტალის საშემოსავლო გადასახადი, დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ) და სიმდიდრის გადასახადი. სოციალური დაზღვევის ფონდში დამსაქმებლები იხდიან 3,9%-ს და დასაქმებულები 5,9%-ს.[2] 2010 წელს, გადასახადებიდან მიღებულმა მთლიანმა შემოსავალმა მშპ-ის 17,2% შეადგინა.[3] 2006-2008 წლებში ინფლაციის დონე საშუალო იყო და 3,7%-ს შეადგენდა.
ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის მიხედვით, ბაჰამის კუნძულები ამერიკის ერთ-ერთი უმდიდრესი სახელმწიფოა.[4]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბაჰამის კუნძულების სტატისტიკის სამსახური დაარქივებული 2013-11-13 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ "The Bahamas – Economy". Encyclopedia of the Nations. Retrieved 21 March 2010.
- ↑ Contributions Table. The National Insurance Board of The Commonwealth of The Bahamas (11 May 2010). ციტირების თარიღი: 2011-12-22.
- ↑ Bahamas, The. The World Factbook. Central Intelligence Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-04-02. ციტირების თარიღი: 2011-12-22.
- ↑ GDP (current US$) | Data | Table