ბახტრიონის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბახტრიონის ბრძოლაირანელ დამპყრობელთა წინააღმდეგ კახეთის აჯანყების გმირული ეპიზოდი. გაიმართა 1659 წელს. ამ აჯანყებას სათავეში ზაალ არაგვის ერისთავი, მისი ვაჟი ზურაბი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები და ბიძინა ჩოლოყაშვილი ედგნენ.

კახელების გარდა ამ აჯანყებაში მონაწილეობა მიიღეს თუშებმა, ფშავლებმა და ხევსურებმა. ოფიციალურ ისტორიოგრაფიაში მცირე ცნობებია შემონახული ამ ბრძოლის შესახებ, ზეპირსიტყვიერებაში კი მდიდარი მასალაა დაცული. აჯანყებულთა თავდასხმა ბახტრიონის ციხეზე, სადაც ყიზილბაშთა მთავარი ჯარი იდგა, როგორც ჩანს, ღამით, მტრისთვის მოულოდნელად მომხდარა. აჯანყებულები ამავე დროს თავს დაესხნენ ალავერდის მონასტრის გალავანში გამაგრებულ ყიზილბაშებს და სასტიკად დაამარცხეს ორივე ციხის მრავალრიცხოვანი გარნიზონი. ამან ფაქტობრივად გადაწყვიტა აჯანყების წარმატება.

ბახტრიონის ბრძოლაში მთავარი როლი კახეთის მთიელებმა — თუშ-ფშავ-ხევსურებმა შეასრულეს. ქართული ფოლკლორი ადიდებს ბრძოლის მონაწილე მთიელ გმირებს — თუშ ზეზვა გაფრინდაულს, ხევსურ ნადირა ხოშარაულს, ფშაველ გოგოლაურს.

ამ ბრძოლას ვაჟა-ფშაველამ მიუძღვნა პოემა „ბახტრიონი“ და ასევე მის შესახებაა ლიტერატურული ნაწარმოები „ბაში-აჩუკი“. ასევე გადაღებულია ფილმი „ბაში-აჩუკი“. ზაალ არაგვის ერისთავი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები იკორთის მონასტერში არიან დაკრძალულები.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]