ელიზბარ ქსნის ერისთავი (XVII საუკუნე)

წმინდა ბიძინა, ელიზბარ და შალვა ერისთავები, მ. საბინინი
ელიზბარ ქსნის ერისთავი (გ. 18 სექტემბერი, 1662) — კახეთის აჯანყების (1659) ერთ-ერთი მეთაური.
აჯანყების ჩაქრობის შემდეგ ირანის შაჰმა დასასჯელად თურქმანულ ტომებს გადასცა, რომლებმაც იგი წამებით მოკლეს. რამდენიმე ხნის შემდეგ ელიზბარ ქსნის ერისთავი ჩამოასვენეს და იკორთაში, ერისთავების საგვარეულო მონასტერში დაკრძალეს[1]. ქართულმა ეკლესიამ ელიზბარ ქსნის ერისთავი ისევე, როგორც აჯანყების სხვა წამებული გმირები, წმინდანად შერაცხა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- აკოფაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 126.