ბაშკირეთის ეროვნული ტანსაცმელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაშკირები ეროვნულ სამოსში

ბაშკირეთის ეროვნული ტანსაცმელი—ბაშკირთა ხალხური სამოსი. ბაშკირები სახლში ამზადებდნენ შინაური ცხოველების ბეწვის, ტყავის და სხვა შესაბამისი მასალებისაგან. ხმარობდნენ აგრეთვე, ჭინჭრისა და კანაფის ძაფს. ფეხსაცმელს კერავდნენ ტყავისგან.

ბაშკირებისთვის დამახასიათებელი იყო ზედა ჩასაცმელის მრავალრიცხოვნება, განსაკუთრებით, სადღესასწაულო კოსტუმები. ისინი ქვედა ჩასაზმელზე ზემოდან რამდენიმე ფენას იცმევდნენ — რამდენიმე ხალათს ერთი მეორეზე წელიწადის ნებისმიერ დროს და მიუხედავად ამინდისა.

ბაშკირთა ტრადიციული ზედა ჩასაცმელია ელიანი — გრძელი კოსტუმი მკლავებით. არსებობდა როგორც ქალის, ასევე, მამაკაცის ელიანი. მამაკცის ელიანი იკერებოდა მუქი ბამბის ქსოვილებისაგან, ზოგჯერ ბარხატისაგან, შალისაგან, თეთრი ატლასისაგან. მას რთავდნენ ნაქარგებით, აპლიკაციებით. ქალის ელიანს კერდნენ ფერადი ბარხატის, შავი სატინის, აბრეშუმისაგან. მკლავებს გამოყოფდნენ მორთულობებით, ნაქარგებით, აპლიკაციებით, მონეტებით და სხვ.

გავრცელებული იყო, აგრეთვე, კაზაკინები.იყო ქალის და მამაკაცის კაზაკინები. მამაკცის კაზაკინს კერდნენ მუქი ბამბის ან შალის ქსოვილით მდგარი საყელოთი და გვერდით გაჭრილი ჯიბეებით. კაზაკინები გავრცელებული იყო ბაშკირთა შორის აგრეთვე, როგორც სამხედრო ფორმა.

ქალის ტანსაცმელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაშკირელი ქალი ეროვნულ ტანსაცმელში. 1910 წელი

xx საუკუნემდე ბაშკირი ქალისა და მამაკაცის ჩასაცმელი გამოირჩეოდა მხოლოდ მხატვრულ-დეკორატიული გაფორმებით განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.

ქალები ატარებდნენ კაბას (კულდეკი), ფართო შარვალს (იშტანი), მოკლემკლავიან კამზოლს ან კოფთას (კეეკი). დღესასწაულებზე იცვამდნენ ატლასის ან ბარხატის ხალათს (იელენი). ზამთარში ატაებდნენ თბილ შუბას, მაუდის ჩასაცმელს.

ხალათები და შუბები ჩართული იყო სადღესასწაულო კომპლექტში. ხალათები იქარგებოდა ფერადი ნაყშებით. რთავდნენ სერდოლიკით, სადაფით და სხვა მძივევბით, მონეტებით, საიუველირო მასალებით.

სადღესასწაულო ტანსაცმელს (კაბას და წინსაფარს) კერავდნენ შინ დამზადებული მოქარგული ქსოვილით.


ფეხსაცმელს ამზადებდნენ ტყავისგან. მესაქონლეობის რაიონებში ტყავის ჩექმებს ატარებდა თითქმის მთელი სრულწლოვანი მოსახელობა. ქალის ჩექმები იქარგებოდა ფერადი ხაზებით.

თავის მორთულობებით შეიძლებოდა ქალების გარჩევა სოციალური მდგომარეობის და ასაკის მიხედვით. თავსამკაულები იყო ნათელი, მონეტების და სხვა მასალისგან დამზადებული. გათხოვილი ქალები ატარებდნენ სპეციალურ თავსამკაულს (კაშმაუ). მოხუცი ქალები მეტწილად ატარებდნენ თეთრ თავსაბურავს. ასევე, ბუმბულის შალს.

ფეხებზე ქალები ატარებდნენ ჩულქებს. თითოეულ ქალს ჰქონდა სხვადასხვა მასალისაგან დამზადებული რამდენიმე ჩულქი. სადღესასწაულო ჩულქებს ქარგავდნენ წითელი ფერის ძაფით.

მამაკაცის ტანსაცმელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალგაზრდა ბაშკირი

ბაშკირი მამაკაცები ატარებდნენ ვიწრო შარვალს, მაისურს, ზემოდან კამზოლს ან კაფტანს. სამხრეთ ურალში, ბაშკირი მამაკაცის მაისურებს არ ჰქონდა საყელო. ის იკვრებიდა ჩაჭრილ ადგილას შესაკრავი თოკით.

სადღესასწაულო კოფთები იქარგებოდა. აუცილებელი ატრიბუტი იყო მამაკაცის ქამარი. ატარებდნენ სადღესასწაულო ქამარს (კემერი). ეს იყო ფართო ქამარი, რომელსაც მსხვილი ლითონის ბალთა ჰქონდა. ქამრებს ქარგავდნენ, რთავდნენ სხვადასხვა სახის საიუველირო ქვებით. მაგ: აგატი, ფირუზი, მარგალიტი, სერდოლიკი. მას იკეთებდნენ ელიანზე ან კამზოლზე ზემოდან.

მამაკაცების ყოველდღიური აუცილებლობა იყო ქუდი. მოხუცებისთვის მუქი, ახალგაზრდებისთის ფერადი (მწვანე, წითელი, ლურჯი და სხვ). გავრცელებული იყო ცალმა.მას უმთავრესად ატარებდნენ ისლამის მსახურები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Авижанская С. А., Бикбулатов Н. В., Кузеев Р. Г. Декоративно-прикладное искусство башкир. Уфа, 1964.
  • Башкиры: Этническая история и традиционная культура. Уфа: Научное издательство «Башкирская энциклопедия», 2002.
  • Женская одежда северных башкир // Археология и этнография Башкирии. Т. I. Уфа, 1962.
  • Казбулатова Г. Х. Историческая память и символика костюма // Ватандаш. — № 3, 2005.
  • Костюм татар и башкир Урала დაარქივებული 2013-12-16 საიტზე Wayback Machine. //Народное искусство Урала. Традиционный костюм, ред.-сост. А. А. Бобрихин. Екатеринбург, 2006.
  • Руденко С. И. Башкиры: Историко-этнографические очерки. — Уфа: Китап, 2006.
  • Шитова С. Н. Башкирская народная одежда. — Уфа: Китап, 1995.
  • Газета Выбор № 128-131 2015 г. Статья «на счастье к фее прикоснемся».

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]