ბაღდადის ალყა (1733)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაღდადის ალყა

ბაღდადის ალყის რუკა
თარიღი თებერვალ-ივლისი 1733
მდებარეობა ბაღდადი
შედეგი ალყის მოხსნა
მხარეები
სეფიანთა იმპერია ოსმალეთის დროშა ოსმალეთის იმპერია
მეთაურები
სეფიანთა იმპერია ნადირ-შაჰი
სეფიანთა იმპერია მუჰამედ-ხან ბალუჩი
ოსმალეთის დროშა ოსმალეთის იმპერიათოფალ ოსმან-ფაშა
ოსმალეთის დროშა ოსმალეთის იმპერია აჰმად ფაშა
ძალები
100 000 არ არის ცნობილი
დანაკარგები
მძიმე მძიმე

ბაღდადის ალყაოსმალეთის იმპერიის მიერ კონტროლირებადი ბაღდადის შედარებით ხანმოკლე, მაგრამ ინტენსიური ალყა ნადირ-შაჰის სპარსული  არმიის მიერ. ალყის შედეგი წინასწარ განისაზღვრა ბაღდადიდან მოშორებით ჩრდილოეთით, სამარის მახლობლად, სადაც ჯარმა თოფალ ოსმან-ფაშას მეთაურობით  ალყაშემორტყმულთა დახმარების შემდეგ გადამწყვეტი დამარცხება მიაყენა სპარსეთის არმიას (ერთადერთი მარცხი ნადირ-შაჰის კარიერაში). სპარსეთის მოალყე  ჯარი იძულებული გახდა დაეხია ქალაქიდან, ამასთანავე დაკარგა  ბარგისა და იარაღის უმეტესი ნაწილი.[1]

ალყის დასაწყისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აჰმედ-ფაშა, ბაღდადის ეიალეთის გამგებელი, ამაგრებდა ტიგროსის მარცხენა სანაპიროს, რადგან იცოდა, რომ განიერი მდინარე რთული ბარიერი იყო ირანელთა შემტევი არმიისთვის. ნადირ-შაჰმა  ბანაკი გაშალა მდინარის აღმოსავლეთ მხარეს და მიმართა ხრიკს: თავისი კაცების უმეტესი ნაწილი ბანაკში დატოვა,  შეკრიბა ჯარისკაცების მცირე ჯგუფი და ღამით ჩრდილოეთით წავიდა.

15 თებერვალს ნადირ-შაჰმა 2500 კაცით გადალახა მდინარე ტიგროსი და მყისვე სამხრეთით გაემართა მდინარის ხიდთან. ამავდროულად, ნადირ-შაჰის მთავარ ბანაკში ჯერ კიდევ იყვნენ თურქმენები და ავღანელი დურანები   — არტილერია, კავალერია და იანიჩრები (ქვეითი). როდესაც სპარსელთა კონტიგენტის გამოჩენის შესახებ შეიტყო, აჰმედ-ფაშამ დაიწყო თავისი ძალების რეორგანიზაცია სპარსელების თავდასხმის მოსაგერიებლად.

თურქები თავს დაესხნენ თურქმენებსა და ქურთებს, რომლებიც მდინარის ხიდზე გადადიოდნენ და შეძლეს მათი უკან დახევა, მაგრამ 1500 დურანმა ჯარისკაცმა ხიდის ჩამონგრევამდე მაინც გადალახა ტიგროსი და შეუერთდა ნადირ-შაჰის რაზმს. სპარსელმა სარდალმა მაშინვე გაგზავნა თავისი ძალები ბრძოლაში და თანდათანობით მოახერხა აჰმად ფაშას ჯარების შევიწროვება, სანამ თურქები არ გაიქცნენ ბაღდადისკენ და დატოვეს  ქვემეხები და გვამები. ნადირ-შაჰმა სიმხდალის გამო რამდენიმე ქურთის და თურქმანის ჩამოხრჩობა ბრძანა და პირიქით, დურანები დააჯილდოვა.

ბაღდადის შემოგარენი მალე გაივსო სპარსელი ჯარისკაცებით, რომლებიც შეუერთდნენ თანამებრძოლებს ტიგროსის აღმოსავლეთ სანაპიროდან. დაიწყო მზადება ალყისთვის, ჩატარდა გრანდიოზული სამუშაოები: სპარსელებმა ააგეს 2700  კოშკი  ქალაქის კედლების მთელ პერიმეტრზე. სულ 300 000 სპარსელმა ალყა შემოარტყა ბაღდადის კედლებს, თუმცა მათგან მხოლოდ 100 000 იყო ჯარისკაცი.

თოფალ  ოსმან-ფაშას ჩამოსვლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თუმცა, ალყის ბედი გადაწყდა ბაღდადიდან ჩრდილოეთით მრავალი მილის დაშორებით, ქალაქ სამარასთან, სადაც კონცენტრირებული იყო სტამბოლის მიერ გაგზავნილი საუკეთესო თურქული არმია თოფალ ოსმან-ფაშას მეთაურობით. როდესაც ნადირ-შაჰმა შეიტყო თურქული არმიის მოახლოების შესახებ ალყაში მოქცეული ბაღდადის დასახმარებლად, ამპარტავნულად გაემართა ჩრდილოეთით, რათა შეტევაზე გადასულიყო ნაცვლად იმისა, რომ   თავდაცვითი ბრძოლისთვის შესაფერისი ბრძოლის ველი აერჩია. შედეგად გაიმართა  ნადირ-შაჰის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ბრძოლა: სპარსელებმა დაკარგეს ჯარის თითქმის ნახევარი, თურქებმა — მეოთხედი.

სპარსელთა დამარცხება იმდენად გამანადგურებელი იყო, რომ  ნადირ-შაჰი იძულებული გახდა  დაეტოვებინა ერაყი და ბაღდადის ალყა მოეხსნა. მიუხედავად იმისა, რომ ნადირ-შაჰმა, წარმოუდგენელი ძალისხმევის ფასად, შეძლო არმიის აღდგენა და საბოლოოდ დაამარცხა თოფალ ოსმან-ფაშას ჯარები, მან ვერ შეძლო ბაღდადის დაკავება (ძირითადად  ირანის სამხრეთში აჯანყების გამო, რომელიც საჭიროებდა მის დაუყოვნებლივ რეაგირებას).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Michael Axworthy, The Sword of Persia: Nader Shah, from Tribal Warrior to Conquering Tyrant Hardcover 348 pages (26 July 2006) Publisher: I.B. Tauris Language: English ISBN 1-85043-706-8
  • Moghtader, Gholam-Hussein(2008). The Great Batlles of Nader Shah, Donyaye Ketab
  • Ghafouri, Ali(2008). History of Iran’s wars: from the Medes to now, Etela’at Publishing
  • مقتدر، غلام حسين (2008). معارك نادر شاه ، دونياي كتاب (არაბ.)
  • اكسوورثي، مايكل (2009). سيف فارس: نادر شاه، من محارب قبلي إلى طاغية غزاة ، IB Tauris ( 978-1-84511-982-9 ردمك ) (არაბ.)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ghafouri, Ali(2008). History of Iran's wars: from the Medes to now, Etela'at Publishing