ბატაისკის ცენტრალური ბიბლიოთეკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბატაისკის ცენტრალური ბიბლიოთეკა
Батайская центральная библиотека
ქვეყანა რუსეთი
დაარსდა 1938
მდებარეობა ბატაისკი, როსტოვის ოლქი
მოცულობა 92 000
მიღება და სარგებლობა
გაცემა 687 650
მკითხველი 35 537
სხვა ინფორმაცია
დირექტორი ელენა პარასოცკაია
პერსონალი 20

ბატაისკის ცენტრალური ბიბლიოთეკა (რუს. Батайская центральная библиотека) — ცენტრალური ბიბლიოთეკა როსტოვის ოლქის ქალაქ ბატაისკში.

მისამართი: 346880, როსტოვის ოლქი, ქალაქი ბატაისკი, კიროვის ქუჩა № 32/1.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბატაისკის ბიბლიოთეკის ისტორია სათავეს შორეულ წარსულში იღებს. 1898 წელს სოფელ ბატაისკში მუშაობდა სამკითხველო, ხოლო რევოლუციის შემდეგ კი ორი სამკითხველო ოთახი.

პირველი რაიონული ბიბლიოთეკა კი გაიხსნა 1930 წლის 1 ივლისს. ამ პერიოდისათვის წიგნადი ფონდი შეადგენდა 5000 ეგზემპლარს. ბიბლიოთეკა საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა ქალაქის მოსახლეობას შორის. ბიბლიოთეკაში ტარდებოდა წიგნების განხილვა, საუბარი მკითხველებთან, გააფორმეს წიგნების საგამოფენო კუთხეები.

1938 წელს ბატაისკს მიენიჭა ქალაქის სტატუსი და შესაბამისად ბიბლიოთეკაც გახდა საქალაქო. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ბიბლიოთეკა სერიოზულად დაზიანდა. ბატაისკის გათავისუფლების შემდეგ 1943 წელს ქალაქის მაცხოვრებლებმა ბიბლიოთეკა კვლავ აღადგინეს. მათ ბიბლიოთეკაში მიჰქონდათ საკუთარი წიგნები. 1945 წლიდან ბიბლიოთეკაში მუშაობდა სამი თანამშრომელი.

მწერალ მაქსიმ გორკის სახელი მიენიჭა 1958 წელს, 1960 წლიდან კი იგი გახდა ცენტრალური საქალაქო ბიბლიოთეკა.

1980 წლიდან მას დაექვემდებარა ქალაქის ყველა ბიბლიოთეკა. ჩამოყალიბდა ბატაისკის ცენტრალიზებული საბიბლიოთეკო სისტემა. 1986 წელს ბიბლიოთეკისათვის ააგეს ახალი შენობა კიროვის ქუჩა ნომერ 32-ში. ამჟამად ბიბლიოთეკა ქალაქში უმსხვილესი ბიბლიოთეკაა, მასში დაცულია 92 000 წიგნი, პერიოდული გამოცემა, აუდიო და ვიდეო კასეტები და სხვ.

ცენტრალური ბიბლიოთეკა წარმოადგენს ქალაქის საინფორმაციო, კულტურულ და დასვენების ცენტრს. ბიბლიოთეკის მკითხველთა რაოდენობა შეადგენს 35 537 კაცს. წელიწადში გასცემენ 687 650 წიგნს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Сведения о библиотечном строительстве. Госархив Ростовской области. ф. п. 2443. оп. 2. д. 5193.
  • Сведения о работающих районных библиотеках Ростовской области на 1 июня 1943 года. Госархив Ростовской области. ф. р. 4045 оп. 1. д. 80.
  • Сведения о состоянии библиотечной работы. Госархив Ростовской области. ф. р. 3737 оп. 2. д. 261.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]