ბარრიკადი (გაზეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„ბარრიკადი“„ცისფერყანწელების“ ლიტერატურული გაზეთი. გამოდიოდა 1920 (№ 1-3), 1922 (№ 4-7), 1924 (№ 1) წლებში თბილისში. რედაქტორი იყო ტიციან ტაბიძე. გაზეთს ჰქონდა სამი ძირითადი განყოფილება — პოეზია, ესთეტიკა, პოლიტიკა. გაზეთის სახელწოდება აღებულია ფრანგული ანალოგიური სახელის ჟურნალიდან, რომელსაც შარლ ბოდლერი გამოსცემდა პარიზში 1848 წლის საფრანგეთის რევოლუციის დროს. თანამშრომლობდნენ ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი, შალვა აფხაიძე, გრიგოლ ცეცხლაძე, გიორგი ლეონიძე, კოლაუ ნადირაძე, ნიკოლო მიწიშვილი, ალექსანდრე არსენიშვილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სიგუა, სოსო. „მოდერნიზმი“, თბ. „მწერლის გაზეთი“, 2008