ბარკა (მდინარე)
ბარკა | |
---|---|
ბარკას ტოკარის დელტა | |
ქვეყანა | ერიტრეა, სუდანი |
ქალაქები | ასმერა |
სათავე | ქალაქ ასმერას გვერდით |
სიგრძე | 500 კმ |
აუზის ფართობი | 66 200 კმ² |
ბარკა ვიკისაწყობში |
ბარკა (არაბ. نهر بركة ნაჰრ-ბარაკა) — სეზონური მდინარე ერიტრეასა და სუდანში, სათავეს იღებს ერიტრეის მთიანეთში სუდანის დაბლობის მიმართულებით. სუდანში დიდი ბრიტანეთის მმართველობის პერიოდში მდინარეს ეძახდნენ «გაზელს», ქვიშის დიუნების ძლიერი გადაადგილების მიზეზით მისი კალაპოტის მუდმივი ცვალებადობის გამო[1]. მისი სიგრძე შეადგენს 500 კმ-ს.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბარკა სათავეს იღებს ერიტრეის პლატოზე ქალაქ ასმერას შორიახლოს და მიედინება ჩრდილო-დასავლეთი მიმართულებით აგორდატის გავლით[2]. დაახლოებით 300 კმ მდინარე ბარკა მიედინება ერიტრეის ტერიტორიაზე და დაახლოებით 200 კმ — სუდანის ტერიტორიაზე ტოკარის დელტამდე[1].
სუდანის ტერიტორიაზე ბარკა სეზონურად მიედინება დელტის ხეობამდე წითელ ზღვაში, ქალაქ ტოკართან[3]. მდინარის დაბოლოების ზუსტი ადგილსამყოფელის დადგენა ვერ დგინდება, რადგანაც მდინარის დელტას აქვს დაახლოებით 45 კმ სიგრძე და 80 კმ სიგანე.
ჰიდროლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდინარე წელიწადში მიედინება მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში. მხოლოდ წვიმიანი სეზონების დროს ზაფხულის თვეებში ის აღწევს სუდანის საზღვრებს. მიუხედავად ამისა, ბარკა წყლის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა აღმოსავლეთ სუდანში (არაბული ენიდან თარგმანში «ბარაკა» ნიშნავს «ბარაქას»). მდინარეში წყლის საშუალო ხარჯი შეადგენს 0,8 კმ³-ს წელიწადში.[4] დიდი წვიმების სეზონში ტოკარის დელტაში შეიმჩნევა 15-დან 22-მდე წყალმოვარდნა, რის შედეგადაც დელტაში ილექება ლამის და ქვიშის დიდი რაოდენობა[1].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Toker Delta irrigation control and water management. SPCRP - Model Projects Flyer No. 5. SPCRP - MP. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-11. ციტირების თარიღი: 2013-01-10.
- ↑ Important Bird Area factsheet: Western Plain: Barka river, Eritrea. BirdLife International. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-11. ციტირების თარიღი: 2013-01-09.
- ↑ The use of TOMS and MODIS to identify dust storm source areas: the Tokar Delta (Sudan) and the Seistan Basin (south west Asia) გვ. 37-57. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-11. ციტირების თარიღი: 2013-01-10.
- ↑ Fleuves Transfrontaliers Africains. Office International de l'Eau (2002-10-29). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-11. ციტირების თარიღი: 2013-01-10.