ბანი (ინტერნეტი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბანჰამერი

ბანი (ინგლ. ban, /bæn/ — შეზღუდვა, კანონგარეშედ გამოცხადება) — ინტერნეტში მომხმარებლის კონტროლისათვის მიღებული ერთ–ერთი საშუალება.

როგორც წესი, ბანი წარმოადგენს მომხმარებლისათვის რომელიმე უფლების ჩამორთმევას ან შეზღუდვას. (მაგ: ახალი შეტყობინების შექმნა/გაგზავნა, ვებ–ფორუმში ახალი თემის შექმნა, შეტყობინების გაგზავნა ჩათში, ბლოგის კომენტირება და სხვ.) ეს შესაძლებლობები გააჩნიათ ინტერნეტ–საიტებს სპამების, ვანდალების, და სხვა პირებისაგან დაცვის მიზნით, რომელნიც ზიანს აყენებენ სერვისის პროდუქტს.

ბანი, ჩვეულებრივ, მოქმედებს ერთი ვებ–საიტის ფარგლებში. შეზღუდული მოქმედებების წრე, რომელიც ვრცელდება არასასურველ მომხმარებელზე, განისაზღვრება საიტის მფლობელისგან. როგორც წესი, საიტის სტუმარს წინასწარ ეძლევა გაფრთხილება – რა მოქმედებებმა შეიძლება გამოიწვიოს ბანის დადება. ჩვეულებრივ, ეს შეთანხმება შეიცავს საიტის გამოყენების შეთანხმებას, რომელიც ეძლევა მომხმარებელს წასაკითხად და გასაგებად. ტერმინები „ბანი“ და „ბანერი“ არ არის ურთიერთდაკავშირებული ცნებები.

არსებობს დროებითი და მუდმივი ბანი. მომხმარებლისთვის ბანის დადება განისაზღვრება მისი პროფილის ანგარიშით ან მისი IP-მისამართით.

ბანი წარმოადგენს სასჯელის „მკაცრ ზომას“ და შესაძლოა, გამოყენებულ იქნას, როგორც არასასიამოვნო საშუალება ან თავდაცვითი ღონისძიება, მეპატრონის მიერ აგრესიულ მომხმარებელთან ბრძოლისათვის. შედეგად, ბანის დადება შესაძლოა გახდეს მთელი რიგი კონფლიქტებისა და ვანდალიზმის პროვოცირების ან ბოტების ომის მიზეზი ან თვით რესურსის საერთოდ გაუქმების ან საფუძვლიანი დაზიანების მიზნით შურისძიების მიზეზიც კი.

სიტყვის წარმოშობის ისტორია[რედაქტირება]

ძველ დროში სიტყვა „ბანი“ აღნიშნავდა (რეჩ პოსპოლიტა) სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სამეფოდან განდევნას.

ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონის მიხედვით, სიტყვა „ბანიცია“ ძველ პოლონურ სამართალში ეწოდებოდა ზოგიერთი ან ყველა უფლების შეზღუდვას სახელმწიფო დამნაშავისათვის. არსებობდა ორი სახის ბანიცია: სამუდამო ან დროებითი. პირველი ემსახურებოდა ხელისუფლების დაუმორჩილებლობის ან ყაჩაღობის აღკვეთას. მუდმივი ბანიცია ანუ ყველა უფლების ჩამორთმევა, უფლებას აძლევდა ნებისნიერ ხელისუფალს მის იურისდიქციაში მყოფი ნებისმიერი ბანიციანტი სიკვდილით დაესაჯა. ასე დაიღუპა, მაგალითად, ცნობილი გმირი სამუილ ზბოროისკი. მეორე სახის ბანიციის მფლობელს აჩერებდნენ ციხეში მანამდე, სანამ ის არ დააკმაყოფილებდა მოსარჩელის მოთხოვნებს. ბანიციანტებს ჰქონდათ აპელაციის (გასჩივრების) უფლება უმაღლეს სასამართლოში ან მეფესთან, რის შემდეგ დამნაშავე, შესაძლოა, გათავისუფლებულიყო სასჯელისგან.

ბანჰამერი[რედაქტირება]

ბანჰამერი ინგლისური სიტყვაა და ნიშნავს «შეზღუდვის ჩაქუჩს». ბანისათვის იგი ასოცირდება სერიოზულ გაფრთხილებასთან.

ფანტაზიის ჟანრის კომპიუტერულ–როლურ თამაშში „მოროვინდი“ ნამდვილად არსებობს იარაღი სახელწოდებით ბანჰამერი. კომპიუტერულ თამაშებში, რასაკვირველია, ეს იარაღი მხოლოდ ხუმრობას წარმოადგენს. მას აქვს უროს სახე წარწერით „BAN“.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]