პოსტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პოსტი (ინგლ. „post“; ქართ. „შეტყობინება“) — ცალკეული შეტყობინება ინტერნეტ-ფორუმზე.

იმისათვის, რომ დავტოვოთ შეტყობინება (ანუ „დავპოსტოთ“) ინტერნეტ-ფორუმი, აუცილებელია შევავსოთ შესაბამისი ფორმა საიტზე. ფორუმის შეტყობინებებში გარდა შინაარსისა მითითებულია ავტორის სახელი (ე.წ.ნიკი), რიცხვი და ავტორტან და შეტყობინესათან დაკავშირებული ზოგიერთი სხვა მონაცემი.

ზოგიერთ ვებ–ფორუმებზე დაშვებულია შეტყობინებები ავტორის გარეშე. ასეთ შემთხვევებში საუბრობენ ანონიმურ პოსტზე ან პოსტზე ანონიმური მომხმარებლისაგან.

კომენტარები პოსტთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომენტარები არ არსებობს ცალკე, პოსტისგან დამოუკიდებლად. მათი ამოცანაა:

  • სხვადასხვაგვარად შეფასდეს პოსტის ღირებულება
  • დაზუსტდეს გაუგებარი მომენტები
  • გამოხატოს ავტორისაგან განსხვავებული მოსაზრება.

ამასთან, ცალკეულ შემთხვევებში კომენტარს, შესაძლოა, უფრო მეტი ღირებულება ჰქონდეს, ვიდრე თავად პოსტს.

ჩვეულებრივ, კომენტარი წარმოადგენს საკუთარ (ავტორისეულ) მოსაზრებას, რომელსაც შესაძლოა თან ერთვოდეს ციტატა რომელიმე წყაროდან ან ფოტომასალა.

კომენტარები უმეტესწილად სუბიექტურია, გამოხატავს პირადი ხასიათის დამოკიდებულებას და არ წარმოადგენს ზუსტ ინფორმაციას.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]