ბანიცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ბანიცია (ლათ. „bannare“ - განდევნა) — სასჯელის სახე ძველ პოლონურ სამართალში. ბანიცია ორგვარი სახისაა: სამუდამო ან დროებითი. იგი წარმოადგენს უფლების (ან უფლებების) ჩამორთმევას სახელმწიფო დამნაშავისათვის.

პირველი სახის სასჯელი ემსახურებოდა ხელისუფლების დაუმორჩილებლობის ან ყაჩაღობის აღკვეთას. მუდმივი ბანიცია ანუ ყველა უფლების ჩამორთმევა უფლებას აძლევდა ნებისმიერ ხელისუფალს, მის იურისდიქციაში მყოფი ნებისმიერი ბანიციანტი სიკვდილით დაესაჯა. ასე დაიღუპა, მაგალითად, ცნობილი გმირი სამუილ ზბოროისკი.

მეორე სახის (ანუ დროებითი) ბანიციის მფლობელს აჩერებდნენ ციხეში მანამდე, სანამ ის არ დააკმაყოფილებდა მოსარჩელის მოთხოვნებს.

ბანიციანტებს ჰქონდათ აპელაციის (გასჩივრების) უფლება უმაღლეს სასამართლოში ან მეფესთან, რის შემდეგ დამნაშავე, შესაძლოა, გათავისუფლებულიყო სასჯელისგან.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]