შინაარსზე გადასვლა

დომენური სახელი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დომენი)

დომენური სახელი (ინგლ. Domain name) — კონკრეტული სერვერი ან საიტი, რომელშიც მოთავსებულია საძიებო დოკუმენტი. ის შედგება ორი ნაწილისაგან, რომლის პირველი ნაწილი არის სერვერის სახელი, ხოლო ბოლო ნაწილი ჩვეულებრივად არის დომენის სახელი. ზოგიერთ URL-ს დომენის სახელის შემდეგ მიეწერება სერვერის პორტი, მაგრამ ამას ადგილი აქვს არასტანდარტული პორტის შემთხვევაში. არსებობს 6 სამი სიმბოლოსაგან შემდგარი ძირითადი დომენის სახელი, რომელიც აღწერს შეერთებული შტატების დომენური სახელების სისტემას:

  • edu (education) — განათლების სისტემის;
  • mil (military) — სამხედრო სისტემის;
  • org (organization) — არაკომერციული ორგანიზაციების;
  • gov (government) — სამთავრობო;
  • com (commercial) — კომერციული ორგანიზაციების
  • net (network) — ქსელური რესურსების.

მათ დაემატა კიდევ ექვსი, ხუთი, ოთხი ან სამი სიმბოლოსაგან შემდგარი დომენის სახელი:

  • arts — კულტურა და გართობა;
  • firm — ბიზნესი;
  • store — ვაჭრობა;
  • web — ვებ-საქმიანობა;
  • rec — დასვენება;
  • info — საინფორმაციო სამსახურები.

გარდა ამისა, არსებობს ასამდე ორი სიმბოლოსაგან შედგენილი დომენის სახელი, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა ქვეყანას, რეგიონს ან კონტინენტს, მაგ.:

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]