ბაკურციხის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბაკურციხის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის დასავლეთით, 1,5 კილომეტრზე, სასაფლაოზე. სავარაუდოდ განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

2000 წელს ნახევრად დანგრეული ეკლესია ადგილობრივ მოსახლეობას საკმაოდ ტლანქად აღუდგენია.

ეკლესია დარბაზულია, აგებულია საშუალო ზომის რიყის ქვით, ნატეხი ქვითა და დუღაბით. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარი ხის ძელებითაა გადახურული – თარაზულად. აღმოსავლეთით ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშაა. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით. საკურთხევლის სარკმლის გარდა, თითო სარკმელი სამხრეთ და დასავლეთ კედლებშია. ორივე მათგანი ხის ძელებით ბრტყლადაა გადახურული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]