ბათუმის წმინდა ბარბარეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბათუმის წმინდა ბარბარეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქალაქ ბათუმში. ტაძარი ააგეს XIX საუკუნის ბოლოს, XX საუკუნის დასაწყისში. ტაძარიდარბაზული ტიპისაა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბათუმის წმინდა ბარბარეს ეკლესია ააგეს XIX საუკუნის ბოლოს, XX საუკუნის დასაწყისში ძველი ჰოსპიტალის ტერიტორიაზე. ტაძარს 1996 წელს ჩაუტარდა რესტავრაცია. 2014 წელს ტაძარი მთლიანად გადამოსეს და გაუკეთეს ძველი ქართული ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელი ორნამენტით შემკული თბილი ყვითელი ფერის ქვის პერანგი.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძარიდარბაზული ტიპისაა. მართკუთხა ფორმის შენობა აღმოსავლეთით ნახევარწრიული შვერილი აფსიდით ბოლოვდება, ხოლო დასავლეთიდან კარიბჭე აქვს მიდგმული. ეს იყო სადა, შელესილი და თეთრად შეღებილი შენობა. კარიბჭის თავზე ჰქონდა ეკლესიის ფრონტონის არეში შეჭრილი, ოთხივე მხრიდან თაღებით გახსნილი სამრეკლო. გრძივი ფასადების კიდურა ნაწილებში კედლის სიბრტყიდან ჩაწეული, სწორკუთხა ჩარჩოში ჩასმული თაღოვანი ნიშები იყო მოწყობილი. ფასადების დეკორს შენობის პროფილირებული კარნიზის ძირში და სამკუთხა ნიშების თავზე გამოყვანილი ორსაფეხუროვანი კბილანები ქმნიდა. კედლებს ლილვებით გამოყვანილი ცრუ თაღედი შემოუყვება. სარკმლებს მცენარეული ორნამენტით შემკული საპირეები აქვს, ხოლო აფსიდის ცენტრალური სარკმლის თავზე დეკორატიულად გაფორმებული ჯვარია გამოყვანილი. ამავე რეკონსტრუქციის ფარგლებში დაანგრიეს თაღოვანი გალერეა და ეკლესიის დამხმარე ნაგებობის სამხრეთი კარიბჭე.


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 7484