ალექსანდრე ტერელაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ტერელაძე.
ალექსანდრე ტერელაძე
Alexander Tereladze.jpg
დაბ. თარიღი 18 აპრილი, 1922(1922-04-18)
დაბ. ადგილი ბათუმი
გარდ. თარიღი 1 მარტი, 1976(1976-03-01) (53 წლის)
საქმიანობა ფიზიკური გეოგრაფია
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი მეცნიერებათა კანდიდატი

ალექსანდრე ტერელაძე (დ. 18 აპრილი, 1922 — გ. 1 მარტი, 1976) — ქართველი გეოგრაფი და პედაგოგი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი (1962), დოცენტი (1965).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრე ტერელაძემ 1943 წელს ჩააბარა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, საიდანაც 1945 წელს გადმოვიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე და 1948 წელს გეოგრაფიის სპეციალობით დაამთავრა. 1948–52 წლებში სწავლობდა ასპირანტურაში პროფესორ ბორის დობრინინის ხელმძღვანელობით. პედაგოგიური მოღვაწეობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური გეოგრაფიის კათედრაზე დაიწყო.[1]

ალექსანდრე ტერელაძემ საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1962 წელს თემაზე: „აჭარისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიის ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება“. მის სადისერტაციო ნაშრომში მოცემულია იმ დროისათვის ნაკლებად შესწავლილი აჭარისა და ანატოლიის (აზიური თურქეთის) ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილის ფიზიკურ-გეოგრაფიული (ლანდშაფტები) დახასიათება. სამუშაო შესრულდა საველე დაკვირვებებისა და ლიტერატურულ წყაროების ანალიზისა და განზოგადების საფუძველზე. მისი ხანგრძლივი კვლევის ობიექტს წარმოადგენდა საქართველოს ნოტიო სუბტროპიკებისა და სამხრეთ საქართველოს ვულკანური მთიანეთის ბუნება წინააზის მიმდებარე ტერიტორიებით. მას ეკუთვნის ამ რეგიონებისადმი მიძღვნილი 40-მდე ნაშრომი, რომელთა დიდი ნაწილი გამოქვეყნებულია.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., 2003.