ბაზალეთის პლატო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ბაზალეთის პლატო
ბაზალეთის ტბა და მიმდებარე ტერიტორია
ბაზალეთის ტბა და მიმდებარე ტერიტორია
კოორდინატები: 42°02′15″ ჩ. გ. 44°40′42″ ა. გ. / 42.03750° ჩ. გ. 44.67833° ა. გ. / 42.03750; 44.67833
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული დუშეთის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 950 
ბაზალეთის პლატო — საქართველო
ბაზალეთის პლატო

ბაზალეთის პლატო — მთისწინეთის პლატო საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს მდინარეებს არაგვსა და ნარეკვავს შორის, დუშეთის ქვაბულის სამხრეთით, სადაც დაბალმთიანი რელიეფი ვაკეში გადადის. აბსოლუტური სიმაღლეები 875–950 მ-ის ფარგლებში მერყეობს. აგებულია მეოთხეული კონგლომერატებით, რიყნარ-ქვიშნარით. დასერილია მცირე ხევებით (საკრამულოსხევი, დინასხევი, ხანათხევი). აქვს ვაკე ზედაპირი, პლატოს ჩაზნექილ ადგილზე, ზღვის დონიდან 879 მ სიმაღლეზე ბაზალეთის ტბა მდებარეობს. ბაზალეთის პლატო საკმაოდ მჭიდროდაა დასახლებული და ათვისებულია სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის. გაბატონებულია კულტურული ლანდშაფტი. ბაზალეთის პლატოს სამხრეთით, აღმოსავლეთით და დასავლეთით დაბალმთის ტყის ლანდშაფტია.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 30, თბ., 2009.
  2. დავით უკლება, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 326.