შინაარსზე გადასვლა

ბადუკის ტბები

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბადუკის ტბები — სამი მთის ტბის კასკადი, მდინარე ბადუკთან. წარმოადგენს ტებერდას მარცხენა შენაკადს. მდებარეობს ჰადიბიბესა და ბადუკსკის საზღვრებს შორის, დასავლეთ კავკასიაში, ყარაჩაი-ჩერქეზეთის ტერიტორიაზე. იმის გამო, რომ მდინარე ბადუკის ზემოთ სხვა ტბები ნაკლებად ცნობილია, ამ სამ ტბას ქვემო ბადუკის ტბებსაც უწოდებენ, თუმცა უფრო ხშირად მოიხსენიებენ და დამკვიდრებულია სახელი „ბადუკის ტბები“.

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ეს არის მეწყერული წარმოშობის ტბები და მათი ასაკი არ აღემატება 150-200 წელს. ტბის გარშემო არის ფიჭვნარები და არყის ტყეები.

აღნიშნული ტბები განთქმულია ულამაზესი ბუნებით, ეს ტბები მდებარეობს თებერდას ნაკრძალის ტერიტორიაზე. ტრადიციულად ბადუკის სამივე ტბა მიეკუთვნება ეკო ტურიზმის ერთ-ერთ მთავარ ობიექტს. ბადუკის ტბებისკენ გზის საფასური შეადგენს 300 მანეთს, ღირებულება გამოწვეულია იმით, რომ ეს არის ყველაზე დიდი ბილიკი, რომელიც გადის თებერდის ნაკრძალის ტერიტორიაზე. ბილიკი და ზოგადად ეს მარშრუტი საკმაოდ სახიფათოა ტურისტებისთვის, ამიტომ საჭიროა ჯგუფს თან ახლდეს გიდი.

ბადუკის ტბების სიახლოვეს,არის რამდენიმე დასახლება, მათ შორის აღსანიშნავია: ქალაქი თებერდა და სოფელი დომბაი.

პირველი ბადუკის ტბა ყველაზე პატარაა, მისი სიგრძე მხოლოდ 80 მეტრია. სიღრმე 4.5 მეტრი. წყლის ტემპერატურა ზაფხულში 5 გრადუსზეც კი არ იზრდება. დაშორება მისგან მეორე ტბამდე 260 მეტრია სწორი ხაზით.

მეორე ბადუკის ტბა ზღვის დონიდან 1987 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, სიგრძე 200 მეტრს აღემატება. მეორედან მესამე ტბისაკენ მიმავალი მარშრუტი დაახლოებით 130 მეტრი სიგრძისაა.

მესამე ბადუკის ტბა არის ყველაზე მაღალ ადგილას - ზღვის დონიდან 1990 მეტრ სიმაღლეზე. მისი ფართობია 3,6 ჰექტარი, მისი მაქსიმალური სიგრძე დაახლოებით 330 მეტრია, მისი სიგანე კი 200 მეტრია. სანაპირო ზოლია 0,9 კმ. ტბის სიღრმე - 9 მეტრამდე. მას ზოგჯერ დიდი ბადუკის ტბასაც უწოდებენ. მასში მოლურჯო-მომწვანო წყალია, ზაფხულში წყლის ტემპერატურა 10 გრადუსამდე ათბობს.

ეს სამი ტბა ერთმანეთთან არც ისე შორსაა. ძირითადად ტბის აუზში გვხვდება კალმახი. ამ სამივე ტბაში დაახლოებით წყალმცენარეების 100-ზე მეტი სახეობაა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბადუკის_ტბები“-დან