ბადიარიხა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბადიარიხა
რუს. Бадяриха
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეულები სახა (იაკუტია)
სათავე მომის ქედი
66°28′35″ ჩ. გ. 145°00′15″ ა. გ. / 66.47639° ჩ. გ. 145.00417° ა. გ. / 66.47639; 145.00417
შესართავი ინდიგირკა
68°20′39″ ჩ. გ. 146°01′02″ ა. გ. / 68.34417° ჩ. გ. 146.01722° ა. გ. / 68.34417; 146.01722
სიგრძე 545 კმ
აუზის ფართობი 12,2 ათ. კმ²
მდინარის სისტემა ინდიგირკააღმოსავლეთ ციმბირის ზღვა
წყლის ხარჯი (საშ.) 60 მ³/წმ
ბადიარიხა — რუსეთი
ბადიარიხა
ბადიარიხა
— სათავე, — შესართავი
link=commons:Category:{{{Commons}}} ბადიარიხა ვიკისაწყობში

ბადიარიხა[1] (რუს. Бадяриха) — მდინარე რუსეთში, იაკუტიაში (სახაში); მდ. ინდიგირკის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 545 კმ, აუზის ფართობი 12,2 ათ. კმ². სათავეს იღებს მომის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთებზე. მიედინება აბიის დაბლობზე, დასავლეთიდან ეკვრის ალაზეის ზეგანს. ძირითადი შენაკადებია: ოგოროხა (გოროხა), ორტო-ტირეხტიახი, ანტი. ძირითადად იკვებება თოვლისა და წვიმის წყლით. წყლის საშუალო წლიური ხარჯი ქვემო წელზე დაახლ. 60 მ³/წმ. გაყინულია ოქტომბრიდან მაისის ბოლომდე. მდინარის აუზში 2000-მდე მცირე ზომის ტბაა საერთო ფართობით 461 კმ².[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 27.
  2. Бадяриха // Большая российская энциклопедия. т. 2. — М., 2005. — стр. 644–645.