ალაზეის ზეგანი
Jump to navigation
Jump to search
ალაზეის ზეგანი (რუს. Алазейское плоскогорье) — ზეგანი რუსეთის ფედერაციაში, სახის რესპუბლიკაში, მდინარეების ალაზეის, კოლიმის, ინდიგირკისა და ოჟაგინის შუამდინარეთში. სიგრძე 300 კმ, საშუალო სიმაღლე 350 მ. ზეგნის ტალღოვან ზედაპირზე აღმართულია ბრტყელმწვერვალიანი მასივები და ქედები (სიმაღლე 400–954 მ). ზეგანს საფუძვლად აქვს პროტეროზოული გნაისები, რომლებსაც ზემოდან ფარავს გრანიტებით გარღვეული დევონური ვულკანოგენური დანალექი და იურული ასაკის ტუფოგენური ქანები. 450 მ სიმაღლემდე დაჭაობებული ნათელი ტყეებია (ლარიქები, მღიერები), ხეობებში კი — ჭალის ტყეები, 600 მ-მდე — ქონდარა ფიჭვი, ხოლო უფრო ზევით — მთის ტუნდრა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 263.