ბადავი გუსეინოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბადავი გუსეინოვი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
11 ივლისი, 1991 (1991-07-11) (32 წლის)
დაბადების
ადგილი
კასპიისკი
სიმაღლე 188 სმ
სათამაშო
პოზიცია
ცენტრალური მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ყარაბაღი
ნომერი 55
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2008–2010 დაგდიზელ კასპიისკი 49 (0)
2010–2012 ანჟი მაჰაჩყალა 0 (0)
 2011–2012 (იჯარით) სუმგაითი 26 (0)
2012– ყარაბაღი 188 (5)
ეროვნული ნაკრები
2011–2012 აზერბაიჯანის 21 წლ. 8 (0)
2012– აზერბაიჯანი. 58 (1)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ბადავი გუსეინოვი (აზერ. Bədavi Ruslan oğlu Hüseynov; დ. 11 ივლისი, 1991) — აზერბაიჯანელი ფეხბურთელი. თამაშობს ცენტრალური მცველის პოზიციაზე. აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის კლუბ „ყარაბაღისა“ და აზერბაიჯანის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბადავი გუსეინოვი დაღესტნური საფეხბურთო სკლის პროდუქტად ითვლება. 2007 წელს გუსეინოვი შეუერთდა კასპიისკის „დაგდიზელს“. 2010 წელს გადავიდა მაჰაჩყალის „ანჟის“ ახალგაზრდულ გუნდში.[1] მიუხედავად იმისა რომ იყო სარეზერვო გუნდის კაპიტანი, ვერ მოახერხო დაწინაურებულიყო მაჰაჩყალის „ანჟის“ ძირითად გუნდში. 2011-12 წლების სეზონში იჯარით თამაშობდა აზერბაიჯანულ „სუმგაითში“. 2012 წლის ზაფხულში იჯარით შეუერთდა აღდამის „ყარაბაღს“. 2015 წელს ბადავიმ უარი თქვა მაჰაჩყალის „ანჟიში“ დაბრუნებაზე, რათა გაეფორმებინა ახალი კონტრაქტი „ყარაბაღთან“ 2018 წლის ზაფხულამდე.[2] გუსეინოვს ეკუთვნის ერთი ანტირეკორდი. ის არის ერთ-ერთ იმ შვიდი ფეხბურთელიდან რომელსაც აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის ისტორიაში 3 გოლი აქვს საკუთარ კარში გატანილი. პირველი ავტოგოლი მან 2012/13 წლების სეზონში გაიტანა. ამას მოჰყვა „ყარაბაღის“ რიგებში 2013/14 წლების სეზონში გატანილი ავტოგოლი. 2018/19 წლების სეზონში „საბაჰისა“ და „ყარაბაღის“ შეხვედრაში გაიტანა რიგით მესამე ავტოგოლი.[3]

გუსეინოვი არის აზერბაიჯანის ჩემპიონატის 7-გზის გამარჯვებული და აზერბაიჯანის თასის 3-გზის გამარჯვებული. არის აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის ორგზის ვერცხლის მედალოსანი 2012/13 წლების სეზონსა და 2020/2021 წლების სეზონში.

საერთაშორისო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

21 წლამდე ფეხბურთელთა ახალგაზრდული ნაკრებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის 18 აგვისტოს თანაგუნდელ მიხაელ ზაიცევთან ერთად იქნა მიწვეული ფრანკფურტში გამართულ აზერბაიჯანის 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების კემპზე, რომელიც გაიმართა 22-29 აგვისტოს. 2011-2012 წლებში გუსეინოვმა ახალგაზრდულ ნაკრებში 8 შეხვედრა ჩაატარა. მისი დებიუტი შედგა 2013 წლის ევროპის 21 წლამდელთა საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში, ინგლისის წინააღმდეგ.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის თებერვალიში ბადავი გუსეინოვი ძირითად ნაკრებში გამოიძახეს. მისი დებიუტი ნაკრებში ამავე წლის 27 თებერვალს ინდოეთის ნაკრების წინააღმდეგ შედგა. 2021 წლის 2 ივნისს გუსეინოვმა თავის რიგით 57-ე სანაკრებო შეხვედრაში გაიტანა სანაკრებო გოლი. მან ამხანაგურ შეხვედრაში ბელარუსის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს გაუტანა. მატჩი აზერბაიჯანის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 2–1 დასრულდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Anzhi added Huseynov“ (Russian). 27 August 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 სექტემბერი 2020. ციტირების თარიღი: 2 ოქტომბერი 2021.
  2. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. Russian. azerifootball (19 March 2015). ციტირების თარიღი: 20 March 2015.
  3. Futbol üzrə Azərbaycan çempionatları tarixinin antirekordu təkrarlanıb