ახალუხალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ახალუხალიდღესასწაულის ან საზეიმო სტუმრობის დროს ქალიშვილებისა და ვაჟების სამხიარულო თავყრილობა, ლხინი ხევსურეთში. იკრიბებოდა ახალგაზრდობის თაოსნობით რომელიმე ოჯახში და ამ ოჯახს მასპინძლობა ევალებოდა. პურობასთან ერთად იმართებოდა ცეკვა-თამაში, ლექსობა და სხვა.

ახალუხალი უმთავრესად სხვა სოფლიდან მოსული სასურველი სტუმრის პატივისცემად იცოდნენ, განსაკუთრებით ხშირად მართავდნენ ქორწილთან დაკავშირებით, პატარძლის პატივისცემის ნიშნად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ოჩიაური თ., ქსე, ტ. , გვ. 96, თბ., 1977