განხილვა:ახალუხალი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მე ვფიქრობ ეს გვერდი საერთოდ უნდა გაუქმდეს რადგან ახალუხალი მხოლოდ ახალგაზრდას ნიშნავს ხევსურულ დიალექტში და არანაირ დღესასწაულთან ან ლხინთან ან სარიტუალო მოქმედებასთან არ არის დაკავშირებული

ან იქნებ დაიდოს მასალა რის საფუძველზეც არის ეს გვერდი შექმნილი

ენაში გაფანტული მარგალიტები და |ხალხური ჩვეულებანი ხევსურეთში - რამდენად შეიძლენა აბ ორი გვერდის ნდონა არ ვიცი.
ახალ-უხლები (ახალ-უხლებისა): 1. კუთხ. (ფშ.) მხოლოდ მრავლობითში ახალგაზრდები, ახალგაზრდობა (მნიშვ. 2) „რას უცდით, ახალ-უხლებო, ცხენებს არ კაზმავთ რად არა?“ (ვაჟა). 2. კუთხ. (ხევს.) მხოლოობითში ახალგაზრდების თავის მოყრა სამხიარულოდ, დროის გასატარებლად (განსაკუთრებით იციან მაშინ, როცა ახალმოყვანილი პატარძალია). დღეს ახალ-უხალი გვაქვს. (პროფ. არნოლდ ჩიქობავას საერთო რედაქციით, ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ტ. 1, გვ. 903, 1950)
ახალუხლები - ასე უწოდებენ ახალგაზრდებს ხევსურეთში (ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ტ. 1, გვ. 112, თბ., 1990)
როგორც ვხედავთ ახალგაზრდებს მრავლობითში უნდა ვუწოდოთ. ხელმოწერა ნუ გავიწყდებათ. ვიღიმი--ცანგალა () 11:32, 16 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]