ახალსოფლის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ახალსოფლის ღვთისმშობლის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში. აგებულია IX-X საუკუნეებში.

ეკლესია დარბაზული ტიპისაა. სამშენებლო მასალად გამოყენებულია რუხი ფერის ბაზალტის ქვის უხეშად გათლილი კვადრები. აღმოსავლეთი სარკმლის სათაური შემკულია გეომეტრიული ხასიათის რომბისებრი დეკორატიული მოტივით. დასავლეთი სარკმლის სათაური ორმაგია, შუა აღმართული გოლგოთის მცირე ჯვარი. იატაკზე ქვის ფილებია დაგებული.საკურთხეველში დგას მოჩუქურთმებული ქვის ტრაპეზი. ნაგებობა საინტერესოა თავისი ხუროთმოძღვრული გადაწყვეტით და მხატვრული მიდგომით. ეკლესია აღდგენილია 2010 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6557